შინაარსზე გადასვლა

ჟან ბატისტ ბუსენგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან ბატისტ ბუსენგო
ფრანგ. Jean-Baptiste Boussingault
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1801(1801-02-01)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი former 11th arrondissement of Paris[4] [5]
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1887(1887-05-11)[6] [1] [2] [7] (86 წლის)
გარდ. ადგილი rue d'Anjou, პარიზის VIII რაიონი[8]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[9] [10] [11] და Grave of Boussingault
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ქიმიკოსი, პოლიტიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი და აგრონომი
მუშაობის ადგილი University of Lyon
ალმა-მატერი École Nationale Supérieure des Mines de Saint-Étienne
განთქმული მოსწავლეები Kliment Timiryazev და Achille Müntz
შვილ(ებ)ი Joseph Boussingault
ნათესავ(ებ)ი Jean-Louis Boussingault
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, კოპლის მედალი[12] და ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის
ხელმოწერა

ჟან ბატისტ ჟოზეფ დიოდონე ბუსენგო[13] (ფრანგ. Jean Baptiste Joseph Dieudonné Boussingault; დ. 1 თებერვალი, 1801, პარიზი — გ. 11 მაისი, 1887, იქვე) — ფრანგი ქიმიკოსი; სოფლის მეურნეობის ქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1839 წლიდან).

ჟან ბატისტ ბუსენგო დაიბადა 1801 წლის 1 თებერვალს, პარიზში. მამამისი პენსიაზე გასული ჯარისკაცი იყო, რომელსაც თამბაქოს მაღაზია ჰქონდა, დედა კი ვეცლარის მერის ქალიშვილი. ოჯახს არ შეეძლო შვილისთვის ლიცეუმში სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ ბუსენგომ განათლება მიიღო საჯარო ლექციებზე დასწრებით ფრანსის კოლეჯსა და ბუნების ისტორიის ეროვნულ მუზეუმში. 1818 წელს ის ჩაირიცხა სენტ-ეტიენის მაღაროების სკოლაში (ამჟამად მაღაროების უმაღლესი ეროვნული სკოლა). იქ ის შეხვდა ბ. ფურნერონს. სტუდენტის შესაძლებლობებით მოხიბლულმა მაღაროების სკოლის დეკანმა, ლ. ა. ბონიემ, მალევე დაიწყო მისთვის ექსპერიმენტების დანიშვნა და ახალგაზრდა ბუსენგომ დაამტკიცა, რომ ფოლადი შეიცავს სილიციუმს. 1820 წელს, წელიწადნახევრის შემდეგ, მან სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა.

1822 წელს, ინგლისის სამთო საზოგადოების სახელით და ა. ჰუმბოლდტის რეკომენდაციით, ის სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში შეისწავლა ანდების მეტეოროლოგია და გეოლოგიური თავისებურებები, გენერალ სიმონ ბოლივარის არმიის შემადგენლობაში ვენესუელაში, კოლუმბიაში, პერუში, ჩილესა და ეკვადორში მოგზაურობდა. ბუსენგო სამთო ინჟინრად მსახურობდა, მაგრამ ბოლივარის შტაბში შესაფერისი თანამდებობის არარსებობის გამო, მეცნიერმა ოფიცრის წოდება მიიღო და პოლკოვნიკის წოდებას მიაღწია.

ამ პერიოდში სხვა კვლევით პროექტებთან ერთად, ბუსენგო სწავლობდა მიწისძვრებს, ტროპიკულ წვიმებს და ჩილეს გვარჯილას საბადოებს, განსაზღვრავდა ვულკანურ კრატერებში აირების შემადგენლობას და იყო პირველი ევროპელი, რომელიც ავიდა უმაღლეს მწვერვალზე — ჩამქრალ ვულკან ჩიმბორასოზე (ეკვადორი, 6,267 მ). ის ინგლისური კომპანიისთვის ოქროს მოპოვებას ხელმძღვანელობდა.

1839 წელს საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, ბუსინგო აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიაში, შემდეგ გახდა ქიმიის პროფესორი ლიონში (მოგვიანებით გახდა ლიონის აკადემიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი), შემდეგ კი ვერსალის აგროქიმიის ინსტიტუტში. 1841 წელს, ახლადშექმნილ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსა და ხელოვნებისა და ხელობის კონსერვატორიაში ანალიტიკური ქიმიის დეპარტამენტში პროფესორის თანამდებობის მიღების შემდეგ, ის პარიზში გადავიდა. ბუსინგო კვლევას ბეხელბრონის ლაბორატორიაში ატარებდა.

1848 წელს ბუსენგო ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს ქვედა-რინის დეპარტამენტიდან, სადაც რესპუბლიკელთა პოზიციებს იცავდა. სამი წლის შემდეგ, პოლიტიკური შეხედულებების გამო, იგი პროფესორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ აღშფოთებული სამეცნიერო საზოგადოების ზეწოლის შედეგად იგი აღადგინეს თანამდებობაზე. 1849-1851 წლებში ბუსენგო სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო, მაგრამ მეორე იმპერიის მოსვლასთან ერთად ის პოლიტიკიდან წავიდა.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დააქრვეს ბუსენგო.

  • Boussingault, J.B. Mémoires de J.-B. Boussingault. París: Chamerot et Renouard, 1892—1903.
  • McCosh, F.W.J. Boussingault: Chemist and Agriculturist. Dordrecht: D. Reidel, 1984. — ISBN 90-277-1682-X.
  • Тимирязев К. А. Жан Батист Буссенго, Собр. соч., Т. 2. — М., 1948.
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Sycomore / Assemblée nationale
  3. Léonore databaseministère de la Culture.
  4. Буссенго Жан Батист // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  5. Reconstructed vital records of Paris
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #101165250 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  7. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. პარიზის მერია Vital records of Paris
  9. Jouin H. La sculpture dans les cimetières de Paris // Nouvelles archives de l’art français — 1897. — Vol. 3e série, tome 13. — P. 126. — ISSN 0994-8066; 2419-2465
  10. Moiroux J. Le cimetière du Père-LachaiseParis: 1908. — P. 83.
  11. Gabrielli D. Dictionnaire historique du Père-Lachaise — 2002. — P. 73. — ISBN 978-2-85917-346-3
  12. Award winners : Copley MedalRoyal Society.
  13. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006