შინაარსზე გადასვლა

ჟან ბატისტ ბიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან ბატისტ ბიო
ფრანგ. Jean-Baptiste Biot
დაბ. თარიღი 21 აპრილი, 1774(1774-04-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[11]
გარდ. თარიღი 3 თებერვალი, 1862(1862-02-03)[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (87 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის მეორე იმპერია[11]
დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაო[12] [13]
მოქალაქეობა საფრანგეთი[14]
საქმიანობა მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, civil engineer და პროფესორი[15]
მუშაობის ადგილი საფრანგეთის კოლეჯი[15] [2] , French Revolutionary Army[2] , პარიზის უნივერსიტეტის სამეცნიერო ფაკულტეტი[2] და გრძედების ბიურო[2]
ალმა-მატერი პოლიტექნიკური სკოლა[2] , გზებისა და ხიდების ეროვნული სკოლა[2] და Collège Louis-le-Grand (Paris)[2]
განთქმული მოსწავლეები Charles-Eugène Delaunay და Alfred des Cloizeaux
შვილ(ებ)ი Édouard Biot
ნათესავ(ებ)ი Barnabé Brisson[2]
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის[16] , საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი[2] , რუმფორდის მედალი[17] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[18] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[2] და Member of the Academy of Inscriptions and Belles-Lettres[2]
ხელმოწერა

ჟან ბატისტ ბიო (ფრანგ. Jean-Baptiste Biot; დ. 21 აპრილი, 1774, პარიზი — გ. 3 თებერვალი, 1862, იქვე) — ფრანგი ფიზიკოსი, გეოდეზისტი და ასტრონომი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1803).

სწავლობდა პარიზის პოლიტექნიკურ სკოლაში. 1800 წლიდან იყო კოლეჟ დე ფრანსის პროფესორი. 1806 წელს იყო გეოდეზიურ კომისიაში, რომელიც მერიდიანის სიგრძის გაზომვაზე მუშაობდა. ბიომ თავისი სამეცნიერო ოღვაწეობის დასაწყისში შეისწავლა ციური მექანიკა და აირების თვისებები. სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერის თვისებების შესწავლის მიზნით 1804 წელს ჟ. ლ. გეი-ლუსაკთან ერთად აფრინდა აეროსტატით. ბიოს უმნიშვნელოვანესი საეცნიერო შრომები შეეხება სინათლის პოლარიზაციას, ელექტრული დენის მაგნიტურ ველს და აკუსტიკას. 1815 წელს მან დაადგინა სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვის კანონი და გამოიკვლია სინათლის პოლარიზაციის სიბრტყის ბრუნვა კრისტალებში და ორგანულ ნივთიერებებში, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქარიმეტრიას. 1820 წელს ფ. სავართან ერთად გაზომა წრფივი ელექტრული დენის მაგნიტური ველი და დაადგინა ელექტროდინამიკის მნიშვნელოვანი კანონი. იკვლევდა მეცნიერების ისტორიის საკითხებს, განსაკუთრებით ი. ნიუტონის შრომებს, ავტორია ფიზიკის ცნობილი კურსისა (Traité de physique expérimentale et mathématique, P., 1816).

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Léonore databaseministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  8. 8.0 8.1 GeneaStar
  9. 9.0 9.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  10. 10.0 10.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  11. 11.0 11.1 www.accademiadellescienze.it
  12. https://gw.geneanet.org/duglos?lang=fr&n=biot&oc=0&p=jean+baptiste
  13. Find a Grave — 1996.
  14. RKDartists
  15. 15.0 15.1 კოლეჟ-დე-ფრანსის პროფესორების სია
  16. https://www.orden-pourlemerite.de/mitglieder/jean-baptiste-biot?top=1&um=ms&alphabetisch=b
  17. https://royalsociety.org/grants-schemes-awards/awards/rumford-medal/
  18. https://www.amacad.org/person/jean-baptiste-biot
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 36.