შინაარსზე გადასვლა

ჟან-ლუსიენ სავი დე ტოვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-ლუსიენ სავი დე ტოვე
ფრანგ. Jean-Lucien Savi de Tové
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1939(1939-05-07) (86 წლის)
დაბადების ადგილი ლომე, French Togoland
მოქალაქეობა  ტოგო[1]
განათლება Institut d'études politiques de Bordeaux და სორბონის უნივერსიტეტი
მამა Jonathan Savi de Tové
დედა Regina Bruce

ჟან-ლუსიენ კვასი ლანიო სავი დე ტოვე (დ. 7 მაისი 1939) — ტოგოს პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე, რომელიც 2025 წლიდან ტოგოს მეხუთე პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. „პანაფრიკული პატრიოტული კონვერგენციის“ (CPP) წევრი, 2005-დან 2007 წლამდე მსახურობდა ვაჭრობის, მრეწველობისა და ხელოსნობის მინისტრად ედემ კოჯოსა და იავოვი აგბოიბოს მთავრობებში.

როგორც ყოფილი ოპოზიციის ლიდერი, სავი დე ტოვე რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული გნასინგბე ეიადემას პრეზიდენტობის დროს, სანამ მთავრობას შეუერთდებოდა. 1999 წელს „პანაფრიკული პატრიოტული კონვერგენციის“ (CPP) დაარსების შემდეგ, სავი დე ტოვე პარტიის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი ეროვნული ასამბლეის კანდიდატი იყო, თუმცა დამარცხდა. იმავე წლის დეკემბერში იგი გაათავისუფლეს მთავრობიდან, რის შემდეგაც, ამავე დღეს, მან CPP-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაც დატოვა.

2025 წლის მაისში ეროვნულმა ასამბლეამ სავი დე ტოვე ერთხმად აირჩია პრეზიდენტად. ეს მოხდა 2024 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, რომელმაც პრეზიდენტის ტანამდებობა აღმასრულებელი ლიდერიდა, რომელიც პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით აირჩეოდა ცერემონიულ როლად აქცია, რომელსაც ირიბად, ეროვნული ასამბლეა ირჩევს. პრეზიდენტის მანამდე არსებული ძალაუფლების უდიდესი ნაწილი გადაეცა ახალ თანამდებობას, კერძოდ მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტს. სავი დე ტოვემ თანამდებობაზე ეიადემას ვაჟი, ფორ გნასინგბე შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, მთავრობის მეთაურის, მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა და ამით აღმასრულებელი ძალაუფლების უდიდესი ნაწილი შეინარჩუნა. თანამდებობის დაკავებისას სავი დე ტოვე თითქმის 86 წლის იყო, რითაც იგი გახდა ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ოდესმე გამხდარა პრეზიდენტი.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავი დე ტოვე დაიბადა ლომეში, ეთნიკური ჯგუფის, ევეს წარმომადგენელთა ოჯახში.[2][3][4] მან დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ბორდოს უნივერსიტეტში, საფრაგეთში.[5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სავი დე ტოვე სულ რაღაც 28 წლის ასაკში, 1967 წლის 6 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტრის გენერალურ მდივნად დაინიშნა.[6] 1969 წელს პრეზიდენტმა გნასინგბე ეიადემამ დააარსა პარტია „ტოგოელი ხალხის გაერთიანება“ (RPT) და სავი დე ტოვეც შეუერთდა მას, რადგან ეს იყო ქვეყანაში ერთადერთი ლეგალური პარტია.

სავი დე ტოვე საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 1974 წელს კუანვი ტიგუემ დროებითი ვადით შეცვალა,[7] ხოლო 1975 წელს მუდმივ საფუძველზე — კოჯო დე მედეიროსმა.[8] მას სხვა პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად, მათ შორის ჟილკრისტ ოლიმპიოსთან, ბრალად დასდეს სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა. 1979 წლის 12 ივლისს გაიცა მისი დაპატიმრების ორდერი და სავი დე ტოვე ციხეში ჩასვეს.[9] 1979 წლის აგვისტოში იგი ოთხ სხვა პირთან ერთად დამნაშავედ ცნეს და ათი წლით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.[10]

1986 წელს სავი დე ტოვემ დატოვა „ტოგოელი ხალხის გაერთიანება“ (RPT), გახდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი და მონაწილეობა მიიღო 1990–1991 წლების საპროტესტო აქციებში პრეზიდენტ ეიადემას წინააღმდეგ, მრავალპარტიული პოლიტიკის მოთხოვნით. 1991 წელს მრავალპარტიული სისტემის ლეგალიზაციის შემდეგ, სავი დე ტოვემ დააარსა „ერთიანობის დემოკრატთა პარტია“ (PDU).[11][12] მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ივლის-აგვისტოს ეროვნულ კონფერენციაში ოპოზიციასა და მთავრობას შორის, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა გარდამავალი მთავრობა.

1993 წლის მარტში, ბენინში, კოტონუში გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციურმა კოალიციამ სავი დე ტოვეს კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მათ გააკრიტიკეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ჟოზეფ კოკუ კოფიგო პრეზიდენტ ეიადემასთან თანამშრომლობის გამო.[13][14] თუმცა, ოფიციალურმა მთავრობამ ეს ფაქტი უარყო.[15][16] 1994 წელს სავი დე ტოვემ დატოვა „ერთიანობის დემოკრატთა პარტია“ (PDU) და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ისე მიიღო, მაგრამ ის არ აირჩიეს, რის შემდეგაც იგი კვლავ დაუბრუნდა პარტიას.[17] 1999 წელს PDU სხვა პარტიებთან, მათ შორის UTD-სა და UTS-თან გაერთიანდა, რის შედეგადაც შეიქმნა „პანაფრიკული პატრიოტული კონვერგენცია“ (CPP), რომელსაც ედემ კოჯო ხელმძღვანელობდა.[18] სავი დე ტოვე CPP-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.[19][20]

2005 წლის ივნისში სავი დე ტოვე ვაჭრობის, მრეწველობისა და ხელოსნობის მინისტრად დაინიშნა.[21] მან ეს პოზიცია შეინარჩუნა იავოვი აგბოიბოს მთავრობაშიც.[22] სავი დე ტოვემ CPP-ის სახელით ხელი მოაწერა 2006 წლის ტოგოთაშორისი დიალოგის შედეგად მიღებულ პოლიტიკურ შეთანხმებას. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი სათავეში ედგა CPP-ის სიას ზიოს პრეფექტურაში, თუმცა პარტიამ ვერცერთი მანდატის მოპოვება ვერ შეძლო. 2007 წლის დეკემბერში იგი მთავრობიდან დაითხოვეს. 2009 წლის 27 მაისს სავი დე ტოვე დაინიშნა „დიალოგისა და კონსულტაციების მუდმივი ჩარჩოს“ (CPDC) პრეზიდენტად.

პრეზიდენტობა (2025 — დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წლის მაისში ტოგომ ოფიციალურად მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელმაც ქვეყანა საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო მოდელზე გადაიყვანა. ამ ცვლილებით პრეზიდენტს ჩამოერთვა აღმასრულებელი უფლებამოსილების უდიდესი ნაწილი და ისინი გადაეცა პრემიერ-მინისტრს, რომლის თანამდებობასაც ეწოდა მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტი. ამრიგად, პრეზიდენტის როლი ცერემონიული გახდა. გარდა ამისა, პრეზიდენტს აღარ ირჩევს ტოგოელი ხალხი პირდაპირი კენჭისყრით, მას ირიბად აკეთებს ეროვნული ასამბლეა. საპრეზიდენტო ვადის ხანგრძლივობა ხუთი წლიდან ოთხ წლამდე შემცირდა, თანამდებობის დაკავება კი მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი.[23][24]

ცვლილებები ძალაში 2025 წლის მაისში შევიდა, როდესაც ეროვნულმა ასამბლეამ სავი დე ტოვე ერთხმად აირჩია პრეზიდენტად.[25] მან დაუყოვნებლივ დადო ფიცი და გახდა მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა ფორ გნასინგბე, რომელმაც მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის როლი მოირგო და შესაბამისად, ქვეყნის აღმასრულებელი ძალაუფლების უდიდესი ნაწილი შეინარჩუნა.[26] სავი დე ტოვე, რომელმაც თანამდებობა საკუთარ 86-ე დაბადების დღემდე სულ რაღაც ოთხი დღით ადრე დაიკავა, ტოგოს ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია.[27]

  • მონოს ორდენი – კომანდორი (2006).[28]
  1. Bethke F. S. Database of Cabinet Politics in Sub-Sahara Africa
  2. Circonscription électorale de Zio. ციტირების თარიღი: 27 January 2009
  3. Profil des membres du gouvernement togolais. ციტირების თარიღი: 27 January 2009
  4. Que le "meilleur" gagne. ციტირების თარიღი: May 6, 2025
  5. „Bourses“. Journal officiel de la République togolaise (134): 692. 16 October 1960.
  6. „Journal officiel de la République togolaise“. 1 March 1967: 93. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. „Journal officiel de la République togolaise“. 1 February 1975: 62. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  8. „Journal officiel de la République togolaise“. 16 May 1975: 227. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. „Journal officiel de la République togolaise“. 16 October 1979: 525. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  10. (1984) The Amnesty International Report. Amnesty International Publications, გვ. 106. ISBN 978-0-86210-071-1. 
  11. (2000) Afrique et développement, გვ. 145. 
  12. (1997) L'Afrique politique 1997: Revendications populaires et recompositions politiques. Karthala, გვ. 267. 
  13. „Togo: l'opposition propose M. Savi de Tové comme premier ministre“. Le Monde. 24 March 1993.
  14. (1993) Africa Report, გვ. 9. 
  15. West Africa, Issues 4180-4193, გვ. 499. 
  16. (2000) Africa Contemporary Record, გვ. 188. 
  17. Godwin Tété. (14 February 2015) L'élection présidentielle de 2015 au Togo - Clarifions et simplifions la problématique.
  18. (2005) რედ. Bogdan Szajkowski: Political Parties of the World, 6th, გვ. 591. 
  19. Togo/dialogue: les divergences refont surface avec la reprise des travaux (2 June 2006). ციტირების თარიღი: 3 May 2025
  20. Mme Gaba en détention arbitraire et illégale de 48 heures au camp du régiment para-commando de Kara, sur ordre du Lieutenant-colonel Ernest Gnassingbé.
  21. Togo: Liste des membres du nouveau gouvernement (21 June 2005). ციტირების თარიღი: 23 December 2008
  22. Répartition des portefeuilles du nouveau gouvernement togolais (21 September 2006).
  23. Togo has adopted major constitutional changes to give parliament more power: how it will work. The Conversation (1 May 2024).
  24. Togo Revises Constitution to Eliminate Term Limits: An Explainer. Africa Center (23 April 2024).
  25. Togo Elects Former Opposition Leader Jean-Lucien Savi de Tové as President. Togo First (6 May 2025).
  26. Faure Gnassingbé becomes first Chairman of Council of Ministers of Togo after shift to parliamentary system. MyJoyOnline (3 May 2025).
  27. Togo elects new president. The Independent Uganda (4 May 2025).
  28. „Journal officiel de la République togolaise“ (PDF). Journal Official: 4. 26 December 2006.