ჟან-ლუი ტრენტინიანი
ჟან-ლუი ტრენტინიანი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ჟან-ლუი ტრენტინიანი |
დაბადების თარიღი |
11 დეკემბერი, 1930 პიოლენკი, ვოკლიუზი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
17 ივნისი, 2022 იუზესი, გარის დეპარტამენტი, საფრანგეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1951–2019 |
მეუღლე(ები) | სტეფანი ოდრანი |
ჯილდოები |
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის |
ჟან-ლუი ტრენტინიანი (ფრანგ. Jean-Louis Trintignant; დ. 11 დეკემბერი, 1930, პიოლენკი, ვოკლიუზი — გ. 17 ივნისი, 2022, იუზესი, გარის დეპარტამენტი[1]) — ფრანგი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „და ღმერთმა შექმნა ქალი“, „კონფორმისტი“ და „ქალი და მამაკაცი“ და სხვ.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუნებით მორცხვი და ჩუმი, ჟან-ლუი ტრენტინიანი ბავშვობაში ბიძამისი მორის ტრენტინიანის მსგავსად ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა. მიუხედავად ამისა, ოცი წლის ასაკში ტრენტინიანი პარიზში გადავიდა დრამატურგიის შესასწავლად, სადაც მისი დებიუტი თეატრში 1951 წელს შედგა. რამდენიმე თეატრალურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ, მისი პირველი გამოჩენა კინოფილმში 1955 წელს შედგა. უკვე მომდევნო წელს მისმა შესრულებამ ბრიჯიტ ბარდოსა და როჯერ ვადიმის გვერდით ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ მას ვარსკვლავის რეპუტაცია მოუტანა. კლოდ ლელუშის ფილმში „ქალი და მამაკაცი“ (1966) ავტომრბოლელის როლის შესრულებამ კი მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1966 | ფ | ქალი და მამაკაცი | A Man and a Woman | ჟან-ლუი დურო |
1969 | ფ | ძეტა | Z | ქრისტოს ზარცეტაკისი |
1976 | ფ | უდაბნო ტარტარი | Il deserto dei Tartari | როვინი |
1983 | ფ | მხიარული კვირა დღე | Vivement dimanche! | ჟულიენ ვერსელი |
1994 | ფ | სამი ფერი: წითელი | Three Colors: Red | ჟოზეფ კერნი |
2012 | ფ | სიყვარული | Amour | ჟორჟი |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟან-ლუი ტრენტინიანი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ჟან-ლუი ტრენტინიანი - ბიოგრაფია on newwavefilm.com