შინაარსზე გადასვლა

ჟან-ბატისტ კარპო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟან-ბატისტ კარპო
დაიბადა 11 მაისი, 1827(1827-05-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ვალანსიენი[13]
გარდაიცვალა 12 ოქტომბერი, 1875(1875-10-12)[1] [12] (48 წლის)
გარდაცვალების ადგილი კურბევუა[13]
ჟანრი პორტრეტი[14]

ჟან-ბატისტ კარპო (დ. 11 მაისი, 1827, ვალანსიენი — გ. 11/12 ოქტომბერი, 1875, კურბევუა) — ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. 1844 წლიდან სწავლობდა ფ. რიუდის სახელოსნოში, 1848 წლიდან — ნატიფი ხელოვნების სკოლაში, პარიზში ფ. დიურეს ხელმძღვანელობით. სახელი გაითქვა ტრაგიკული სულით გამსჭვალული სკულპტურული ჯგუფით – „უგოლინო და მისი შვილები“ (ბრინჯაო, 1857–1860, ლუვრი, პარიზი), დეკორატიულ-საზეიმო ჰორელიეფებით „ფლორას ტრიუმფი“ (თაბაშირი, 1863–1866, ფლორას პავილიონის ფასადი, ტიუილრის პარკი, პარიზი), აგრეთვე სკულპტურული ჯგუფით „ქვეყნის ოთხი მხარე“ (ბრინჯაო, 1867–1872, შადრევანი ობსერვატუარის მოედანზე, პარიზი). კარპოს ნამუშევრებს ახასიათებს ფორმების დინამიკურობა, ფიგურების გრაციულობა, რამდენადმე სალონური მანერულობა. ამას გარდა, მრავალი პორტრეტული ბიუსტის ავტორიცაა.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Jean-Baptiste Carpeaux
  3. Jean Baptiste CarpeauxOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  4. Encyclopædia Britannica
  5. SNAC — 2010.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. Pingeot A. Carpeaux, Jean-Baptiste // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T014272
  8. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  10. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive
  13. 13.0 13.1 RKDartists
  14. Union List of Artist Names
  15. კარპო ჟან ბატისტ // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 415.