ჟანეტი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჟანეტი
Jeanette crop 1973.jpg
1973 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჟანეტ ენ დიმეჩი
დაბ. თარიღი 10 ოქტომბერი, 1951 (1951-10-10) (70 წლის)
დაბ. ადგილი ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
წარმოშობა ბარსელონა, კატალონია, ესპანეთი
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1968–1985, 1989–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Hispavox, Ariola, RCA, Producciones Twins, EMI
საიტი jeanetteweboficial.com
ჟანეტი ვიკისაწყობში

ჟანეტ ენ დიმეჩი (დ. 10 ოქტომბერი, 1951, ლონდონი), უფრო მეტად ცნობილია სასცენო სახელით ჟანეტი (ესპ. Jeanette) — ბრიტანეთში დაბადებული ესპანელი მომღერალი. ცნობადობა პირველად მოიპოვა როგორც მოზარდთა ფოლკ-პოპ-ჯგუფის „Pic-Nic“-ის სოლისტმა. 1968 წელს ჯგუფი სიმღერით „Cállate, niña“ ჩარტებში ლიდერობდა.[1] სოლო კარიერას 1971 წელს დაუბრუნდა Hispavox-ის სინგლით „Soy rebelde“,[2] რომელმაც მომღერლის მუსიკალური მიმართულება ხელახლა განსაზღვრა როგორც რომანტიკული ბალადის შემსრულებლისა. სინგლი მთელ ესპანურენოვან მსოფლიოში ჰიტად იქცა და თაობის ერთგვარი „ჰიმნი“ გახდა.

ჟანეტის 1974 წლის სიმღერა „Porque te vas“ რეჟისორ კარლოს საურას მიერ გადაღებულ ფილმში „გამოკვებე ყორანი“ (1976) მოხვდა. ამის წყალობით სიმღერა მთავარი ჰიტი გახდა და ესპანური პოპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად იქცა.[3][4]Porque te vas“-ის საერთაშორისო წარმატების შემდეგ, ჟანეტი საფრანგეთსა და გერმანიაში მუშაობდა. 1981 წელს ესპანურ ბაზარზე დაბრუნდა ალბომით „Corazón de poeta“, რომელშიც მომღერლის რამდენიმე ცნობილი სიმღერა შევიდა.[5]Corazón de poeta“-ის კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა კიდევ ორი ალბომი გამოეშვა RCA Victor-თან ერთად — „Reluz1983 წელს და „Ojos en el sol1984 წელს. უკანასკნელი სტუდიური ალბომი „Loca por la música“ 1989 წელს გამოუშვა დამოუკიდებელ ხმისჩამწერ ლეიბლზე Twins, მასში წარმოდგენილი იყო მის სტილში სინთპოპის ელემენტების აღდგენის მცდელობა.

ჟანეტის ფიგურა XXI საუკუნეში ხელახლა დაფასდა, ითვლება საკულტო არტისტად, გავლენას ახდენს ესპანურენოვან ინდი-პოპზე. 2010 წელს გაზეთმა „20 minutos“ ჟანეტი მოიხსენია როგორც „ესპანური მუსიკის ლეგენდა და დამოუკიდებელი პოპ-მუსიკის მუზა“.[6]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1951 წლის 10 ოქტომბერს, ლონდონში, ბელგიელი მამისა და ესპანელი დედის ოჯახში. იზრდებოდა ლონდონსა და ნიუ-იორკში. მშობლების განქორწინების შემდეგ დედასთან ერთად ბარსელონაში გადავიდა საცხოვრებლად.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. PROGVINYL. Progvinyl.tumblr.com. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2020
  2. Birchmeier, Jason. Biography: Jeanette. AMG. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2010
  3. Jeanette (6) - Porque Te Vas. Discogs. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2020
  4. Homenaje y nuevo Disco de Oro a José Luis Perales ესპანური. el confidencial musical (6 მაისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-11. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2021
  5. LaFonoteca, Disco: Corazón de Poeta. Lafonoteca.net. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2020
  6. La cantante Jeanette actuará en el Gran Teatro de Cáceres dentro del Festival de Cine Solidario Español. 20 minutos (15 თებერვალი, 2010). ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი, 2017
  7. Jeanette. IMDb. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2021
Silk-film.png გარე ვიდეოფაილები
Silk-film.png Porque te vas
Silk-film.png Soy rebelde
Silk-film.png Corazón de poeta