ჟანეტა არჩვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანეტა არჩვაძე
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1930
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 2017 (86 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1953-2017

ჟანეტა არჩვაძე (დ. 19 სექტემბერი, 1930, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 14 აპრილი, 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი, სატელევიზიო სახე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967); საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანეტა არჩვაძე დაიბადა 1930 წლის 19 სექტემბერს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1949-1953 წლებში — რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც რ. ებრალიძის პიესაში „ნანა“ განასახიერა ნანას როლი, პიესაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ შეასრულა ტასიას როლი. თეატრში მსახიობობასთან ერთად, პარალელურად მუშაობდა რადიოში, მიჰყავდა ლიტერატურული და საბავშვო გადაცემები. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის დიქტორად. წლების მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“, ასევე სატელევიზიო ჟურნალები: „ჯანმრთელობა“, „იავნანა“, „საპოვნელა“, „საესტრადო პანორამა“, „მუსიკალური ფოსტა“, „ცანგალა და გოგონა“, „ცეროდენას ეკრანი“, „იყო და არა იყო რა“, „იავნანას წერილების კვალდაკვალ“, „ბუნების კარი“, „გლობუსი“, „კინოაფიშა“, „30 წუთი კინოსმოყვარულთათვის“, „კინოლექტორიუმი“, „ილუზიონი“ და სხვა.

2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

გარდაიცვალა 2017 წლის 14 აპრილს, თბილისში.[1] მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე.[2]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
  2. სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.