ჟანგეულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟანგი)
Jump to navigation Jump to search

ჟანგეულები, ბუნებრივ მინერალთა კლასი, რომელშიც გაერთიანებულია ქიმიური ელემენტების ნაერთები ჟანგბადთან, ჰიდროქსილის ჯგუფის ან ორივესთან ერთად. ჟანგეულების შემადგენლობაში შედის ელემენტები: Si, Al, Ti, Nb, Ta, Mn, Mg, Sn, Zr, Fe, Be, Bi, U,Cu და სხვა. ჟანგეულები განიყოფება მარტივ და რთულ ჟანგეულებად,აგრეთვე ოქსიჰიდრანტებად. მარტივ ჟანგეულებში ყველა ჟანგეულწარმომქმნელი ელემენტის კატიონის ჟანგვის ხარისხი ერთნაირია, რთულ ჟანგეულებში კატიონების ჟანგვის ხარისხი სხვადასხვა. ჟანგეულები დედამიწის ქერქში ფართო დიაპაზონის ფიზიკურ-ქიმიური პირობების დროს წარმოიქმნება. მრავალი მათგანი ძვირფასი სასარგებლო წიაღისეულია (მაგალითად: Mn, Fe, Al, Sn და სხვა მადნები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]