ჟანა შმალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანა შმალი

შმალი 1911 წლის სექტემბერში
დაბადების თარიღი 1846
დიდი ბრიტანეთი
გარდაცვალების თარიღი 1915
მეუღლე(ები) ჰენრი შმალი

ჟანა ელიზაბეტ შმალი (ფრანგ. Jeanne Schmahl; დაბადების სახელი ჟანა ელიზაბეტ არჩერი; დ. 1846 – გ. 1915) — ბრიტანეთში დაბადებული ფრანგი ფემინისტი. დაქორწინებული იყო შეძლებულ ქმარზე, რომელიც მას მხარს უჭერდა, როდესაც ის პარიზში ბებიაქალის დამხმარედ მუშაობდა. იგი პოლიტიკას და რელიგიას თავს არიდებდა და ქალებისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ მიზნებზე კონცენტრირებას ისახავდა მიზნად. მან განახორციელა წარმატებული კამპანია და შეცვალა კანონი ისე, რომ ქალებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ მოწმეები და საკუთარი შემოსავლის განკარგვის უფლება მიეღოთ. მან წამოიწყო მოძრაობა საფრანგეთის კავშირი ქალთა ხმის უფლებისთვის, რათა ქალებს მიეღოთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, თუმცა მის ცხოვრებაში ამ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა შმალი, 1895 წელს

ჟანა ელიზაბეტ არჩერი 1846 დიდ ბრიტანეთში დაიბადა. მამამისის იყო ინგლისელი, ხოლო დედა ფრანგი. მამა ბრიტანეთის საზღვაო ძალების ლეიტენატი იყო. ჟანა სწავლობდა მედიცინას იდინბურგში თუმცა ვერ შეძლო კურსის დასრულება. სოფია ჯექს-ბლეიკი ცდილობდა ქალებისთვის გაეხადა ეს პროფესია ხელმისაწვდომი თუმცა იმ დროეისთვის ეს ვერ მოახერხა. ჟანა სოფიას მეგობარი იყო და ქონდა ახლო კონტაქტები ინგლისის ფემინისტურ მოძრაობასთან. ის საფრანგეთში წავიდა, რომ გაეგრძელებინა მედიცინის შესწავლა, თუმცა სწავლა შეწყვიტა როდესაც ჰენრი შმალზე დაქორწინდა. მიუხედავად ამისა ის 1893 წლამდე პროფესიონალი ბებიაქალების თანაშემწედ მუშაობდა. ქორწინების შემდეგ 1873 წელს გახდა საფრანგეთის მოქალაქე.

მოწმობისა და შემოსავლის განკარგვის ქალთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878 ჟანა გახდა მარია დერაისმესის და პასტორი ტომი ფალოტის ჯგუფის აქტიური წევრი. იგი შეუერთდა საზოგადოებრივი მორალის ამაღლების ლიგას (Ligue pour le relèvement de la moralité publique), რომლის ძირითადი მიზანი იყო ალკოჰოლის და პორნოგრაფიის არა კანონიერად გამოცხადება. მას შემდეგ რაც ჟანა დაინტერესდა ქალთა უფლებებით ლეონ რიჩერის ჯგუფს შეუერთდა. ის ასევე შეუერთდა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საზოგადოებას, რომელიც მარია დერაისმესის დაფუძნებული იყო.

ჯანა აღფრთოვანებული იყო ბრიტანული დაქორწინებული ქალების საკუთრების 1882 წლის აქტით და თვლიდა, რომ ანალოგიური კანონი ფრანგი ქალებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჟან თვლიდა, რომმარიას და ტომის ჯგუფის სტრატეგია, რომელიც ერთმანეთში ურევდა რელიგიას და პოლიტიკას ქალების უფლებებთან შეცდიომა იყო. მან გადაწყვიტა მისი ძალისხმევა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტიკენ მიემართა. 1893 წლის იანვარში ჟანამ დააარსა ასოციაცია Avant-Courrière (წინამორბედი), რომელიც იბრძოდა ქალების უფლებებისთვის როგორც შესძლებოდათ ყოფილიყვნენ მოწმეები როგორც კერძო ასევე საზოგადო სასამართლო გარჩევებში ასევე დაქორწინებულ ქალებს ქონოდათ საკუთარი შრომის ნაყოფის თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა.

ქალთა ხმის უფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა შმალი 1909 წელს საფრანგეტის პრემიერ არისტიდ ბრიანთან ვიზიტისას

ქალთა ხმის უფლების ფრანგული კავშირი (UFSF: Union française pour le suffrage des femmes) დააფუძნა ფემინისტების ჯგუფმა, რომილიც 1908 წლის ფრანგი ფემინისტების კონგრესს ესწრებოდნენ პარიზში. მათ უმეტესობას ქონდა ბურჟუაზიული წარმომავლობა ან ინტელექტუალური განათლება. მათი ლიდერები იყვნენ ჟანა შმალი და ჯეინ მისმი. 1901 წლიდან შმალი ჩართული იყო ქალთა ხმის უფლების ასოცოაციის (Suffrage des femmes) საქმიანობაში, რომელსაც ჰუბერტინ ოკლერტი (1848–1914) ხელმძღვანელობდა. ახალი კავშირი UFSF წარმოადგენდა Suffrage des femmes-ის ნაკლებად მებრძოლი და უფრო ფართოდ მისაღები ალტერნატივას. 1909 წელს La Française-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ამ ახლაი მოძრაობის ერთადერთი მიზანიც იყო კანონიერი გზებით ქალთა საარჩევნო უფლების მოპოვება.

1909 წლის თებერვალი ჩტარდა დამფუძნებელი კრება, რომელსაც 300 ქალი ესწრებოდა. სესილი ბრუნშვიგი (1877–1946) გენერალურ მდივნად აირჩიეს, შმალი პირველი პრეზიდენტი იყო. ელისკა ვინსენტმა მიიღო საპატიო ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია. UFSF ქალთა საერთაშორისო ალიანსის (IWFA) 1909 წლის აპრილის კონგრესმა ოფიციალურად აღიარა.

რჩეული პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jeanne-E. Schmahl (Mme Henri) (1894). La Question de la femme, par Mme Henri Schmahl. May et Motteroz. 
  • Jeanne-E. Schmahl (Mme Henri) (1895). Le Préjugé de sexe, par Mme Henri Schmahl.... 
  • Jeanne-E. Schmah (1896). L'avenir Du Mariage. l'Avant-Courriere. 
  • Jeanne-E. Schmahl (September 1896). „Progress of the Women's Rights Movement in France“. Forum. Philadelphia and New York (22): 88–89.
  • Jeanne E. Schmahl (1898). Deux petits discours: L'historique d'une loi [et] Le foyer français. L'Avant-Courière. 
  • Jeanne-E. Schmah (1901). Économie domestique. C. Lamy. 
  • Jeanne E. Schmahl (1905). Raisons biologiques et économiques de l'inégalité de la femme dans le travail. l'Avant-Courrière. 

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]