ჟამური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს გიო ოქრო.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია 2019 წლის 2 დეკემბერი და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

ჟამური — ხეობა საქართველოში, მდინარე ქსნის სათავეებში, ქარჩოხის ჩრდილო-დასავლეთით. ადმინისტრაციულად შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებობს ცნობა, რომ ხეობის ისტორიული სახელი დაკავშირებულია ქართულ-მეგრულ-სვანურ ძირძველ სიტყვასთან და უნდა ყოფილიყო ძამური ‖ ჯიმილი ან ჯიმური, ხოლო „ჟამური“ გვიან გაჩენილი სახელია. ხეობის ოსური მოსახლეობა ჟამურს „ძიმირს“ (Дзимыр) უწოდებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ქსანი ყელის ტბიდან იღებს სათავეს და მიედინება ვიწრო, ღრმა და კლდოვან ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ქარჩოხის დასავლით არს კსანსა ზედა ჟამური. აწ მსახლობელნი არიან ოსნი. საშუალს ჟამურისა არს ციხე, ბერციხედ წოდვილი, კსანსა ზედა და კლდესა ზედა მდგომარე. არამედ მთიულეთსა და ამას შუა არს მთა მარადის თოვლიანი, უტყეო, კალთათა მცირე არყნალი. ჟამურის მჴარეს ამ მთასა ზედა არს კოშკნი წარიგებულნი მრავალნი მაღალნი და კეთილნაშენნი.“

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში“ არ ასახელებს ჟამურის სოფლებს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ აქ 9 სოფელი ყოფილა. ისტორიკოსი ჯონდი გვასალია ამის მიზეზად ვახუშტის მიერ ამ მხარეების ნაკლებად ცნობითა და ქსნის საერისთაოსა და ქართლის სამეფო კარს შორის არსებულ მტრობას ასახელებს.

შემდგომ ხანებში ამ მხარეებს ეწვია გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან გიულდენშტედტი, თუმცა სოფლების სახელები არც მას დაუსახელებია თავის ნაშრომებში. სოფლები არ არის მოხსენიებული ქსნის ხეობის 1774 და 1781 წლის სტატისტიკურ აღწერილობებში. ბატონიშვილთა მამულების 1803 წლის აღწერის მიხედვით დავით გვრიტიშვილმა დაადგინა XVIII საუკუნის ბოლოსთვის ჟამურის ხეობაში არსებული სოფლების დასახელებები, თუმცა ამ სიაში არ არის ისეთი სოფლები როგორებიცაა: ალავერდი, ბერციხე, ხეთაანი, შავციხე, ფაგაანი, გურჭიანი, ნავისხევი (ნიავის ხევი), ჩიღოიანი; ამის მიზეზად ამ სოფლების ჯერ არ არსებობა, დაცლა და აღწერის არასიზუსტე სახელდება.

თავდაცვითი ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟამურის ციხე-კოშკებიდან ვახუშტი მხოლოდ ბერციხეს ასახელებს, რადგან იგი ყველაზე გამორჩეულია ამ ხეობაში; მდებარეობს სოფელ თოგოიანის მოპირდაპირე მხარეს. აღსანიშნავ ძეგლთა შორისაა ალავერდის ციხი კომპლექსი, საიდანაც კარგად მოჩანს მთელი ჟამურის ხეობა; პარმენ ზაქარაია აღნიშნავს, რომ ამ ციხის ნამდვილ სახელს ვერ მიაკვლია და მას „ალავერდს“ სოფელ ძამირის მოსახლეობა უწოდებს. თუმცა ჟამურის ხეობაში ასეთი სახელის სოფელი არ გვხვდება. ჟამური ჩრდილოეთიდან იცავდა ქსნის ხეობას მომხდურთაგან. გადმოსულ მტერს ჟამურში მრავალი ციხე ხვდებოდა, რომელთა შორის ზემოხენებული ბერციხე და ალავერდი, აგრეთვე კორა გამოირჩევა.

მოსახლეობა, მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ჟამურში ოსები ცხოვრობდნენ („აწ მსახლობელნი არიან ოსნი“). მის რუკაზე ჟამურის მთლიანი მოსახლეობა ოსებადაა მონიშნული. მოსავლიანობის მხრივ ეს ადგილები მთის სხვა ადგილებს ჰგავს. მოშენებული ჰყავდათ უდუმო ცხვრები; პირუტყვის რაოდენობა მცირე იყო.