ჟამთაძვრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჟამთაძვრა“
Timequake

ქართული გამოცემა, 2014
ავტორი კურტ ვონეგუტი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი
გამომცემელი Putnam Publishing Group
გამოცემის თარიღი 1997
მედია ბეჭდური
გვერდი 216
oclc 36824733
ISBN 0-399-13737-8

ჟამთაძვრა (ინგლ. Timequake) 一 ამერიკელი სატირიკოსი მწერლის, კურტ ვონეგუტის რიგით ბოლო, ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1997 წელს გამოქვეყნდა. წიგნი, ავტორისეული განმარტებით, წარმოადგენს მისი შემოქმედების ერთგვარ „ნახარშს“, რომელშიც იგი თავს უყრის სწორედ იმ ნაწარმოებს, რომელზეც ის წლების განმავლობაში მუშაობდა.[1]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ავტორის მრავალი სხვა მრავალი რომანის შემთხვევაში, თხრობა, აქაც, არაწრფივია. „ჟამთაძვრა“ არის ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც ფანტასტიკური სიუჟეტები პრეზენტაცია გადაჯაჭვულია მემუარულ პროზასთან, ასევე დისკუსიებთან სოციალიზმის, ჰუმანიზმისა და მორალის თემებზე. წინასიტყვაობაში ვონეგუტი აცხადებს, რომ ნაწარმოების თავდაპირველი ვერსია „ჯობდა საერთოდ არც დაეწერა, რადგან ის, საბოლოოდ, მაინც გამოუქვეყნებელი დარჩა“, ხოლო მისი განახლებული ვარიანტი, „მასზე მუშაობის პერიოდამდე შვიდი თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენებით გაჟღენთილ ფიქრებსა და ნააზრევებს წარმოადგენდა“.

საინტერესოა, რომ ნაწარმოების პროტაგონისტი, კილგორ ტრაუტი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, რაც ემთხვევა თავად ვონეგუტის გარდაცვალების ასაკს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის 13 თებერვალს უცნაური ფენომენი დაფიქსირდა 一 მოხდა ე.წ. დროის გადაწევა, ანდაც ჟამთაძვრა, რომლის შედეგადაც მთელი მსოფლიო ათი წლით უკან, 1991 წელში დაბრუნდა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში, ყველა იძულებულია, გაიმეოროს და გადადგას კვლავ ის ნაბიჯები, რომლებიც მათ ამ პერიოდში განახორციელეს, თუმცა რაიმეს შეცვლის იმედი და პერსპექტივა მაინც არ არსებობს.

როდესაც ეს „შეფერხებითი“ პერიოდი დასრულდა, ადამიანები, მიჩვეულნი განმეორებითი მოვლენების თვალყურის დევნებას, მასიურად დაჰიპნოზირდნენ და არ შეეძლოთ ახალი გადაწყვეტილებების მიღება. ამის გამო ხდება არაერთი უბედური მოვლენა 一 ავტოკატასტროფები, ავარიათა აურაცხელი რაოდენობა და ა.შ. ვონეგუტი ამ მოვლენას მოიხსენიებს, როგორც „თავისუფალი ნებით ყველა გაგიჟებული“.

სამყაროს გადარჩენა მხოლოდ კილგორ ტრაუტს, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე მწერალს, ძალუძს, რომელიც ვონეგუტის სხვა მრავალ რომანშიც ჩნდება (მათ შორის, სასაკლაო ნომერი 5). დროის გადახვევის მომენტში, ის ნიუ-იორკელი უსახლკარო კაცია, რომელიც ადგილობრივ თავშესაფარში ცხოვრობს. საბოლოოდ, ორ სხვა პერსონაჟთან, ამერიკულ იხელოვნების აკადემიის წევრებთან 一მონიკა პეპერთან და დადლი პრინცთან 一 ერთად, ის ახერხებს საზოგადოების „გამოღვიძებას“ იმის შთაგონებით, რომ, მიუხედავად წარსული სნეულებისა, ის კვლავ რიგზეა და რომ ბევრი რამაა მოსაგვარებელი.

ამ ერთგვარი „გამოღვიძების“ შემდეგ, ტრაუტი, მონიკა და დადლი, რომელთაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან მრავალი გაუგებრობა მოსდით, მიემგზავრებიან მწერალთა დაწესებულებაში, სახელად „ქსანადუ“, სადაც თავად ვონეგუტი, სხვა ახლო მწერლებთან ერთად, მოდის. გმირები აწყობენ სპექტაკლს აბრაამ ლინკოლნზე, რითაც პატივს მიაგებენ ტრაუტს, როგორც სამყაროს მხსნელს, რომელიც, მოქმედების შემდეგ, გარდაიცვლება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sayers, Valerie. (1997-09-28) Vonnegut Stew. New York Times. ციტირების თარიღი: 2007-05-07.