ჟალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჟალე (ნამდვილი გვარი სოლთანი, ქმრის გვარი ბადი) (დ. 1922, ისპაანი), ირანელი პოეტი. შაჰის რეჟიმთან კონფლიქტის გამო 1946-იდან ცხოვრობდა სსრკ-ში.

1952 დაამთავრა აზერბაიჯანის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. ჟალეს ლექსების პირველი კრებულია "მინდვრის ყვავილები" (1944). ავტორია კრებულის "დედები ითხოვენ მშვიდობას" (1956), პოემისა "მერცხალი" (1960) და სხვები. ჟალე წარმომადგენელია სპარსული ლიტერატურის ახალი მიმდინარეობისა - " შე‘რე ნოუ", რომლის დამახასიათებელი თვისებაა ტრადიციული ნორმებიდან გადახვევა, თავისეფალ რიტმიკასა და ახალ პოეტურ სახეებზე აგებული ლექსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჟალე&oldid=2731904“-დან