ჟაკ დე სორე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ დე სორე

ჟაკ დე სორეს მიერ ჰავანას გაძარცვისა და გადაწვის სცენა
დაბადების თარიღი XVI საუკუნე
საფრანგეთი
ეროვნება ფრანგი
მოძრაობა ჰუგენოტების მეკობრეთა ჯგუფი

ჟაკ დე სორე (ფრანგ. Jacques de Sores) — ფრანგი მეკობრე, რომელიც თავს დაესხა და გადაწვა ჰავანა (დღ. კუბა) 1555 წელს.

ჰავანაზე მისი თავდასხმის გარდა, სორე ნაკლებად ცნობილია. მას მეტსახელად „გამანადგურებელი ანგელოზი“ ერქვა ("L'Ange Exterminateur").[1] იგი იყო ჰუგენოტების მეკობრეების ჯგუფის ლიდერი. კიდევ ერთი ფრანგი მეკობრე, ფრანსუა ლე კლერკი და სორე საფრანგეთიდან გაემგზავრნენ 1553 წელს სამი სამეფო გემით, საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის დავალებით, მის დაქვემდებარებაში მყოფ კერძო პირებთან ერთად, რომელთაც გამდიდრებულებს სურდათ ახალი მსოფლიოდან ესპანეთში დაბრუნება. ლე კლერკმა 1554 წელს დაარბია სანტიაგო-დე-კუბა, ასევე, ზოგიერთ ცნობარში ნახსენებია დე სორეს სანტიაგო-დე-კუბაზე თავდასხმა, თუმცა ეს კლერკის თავდასხმის ნაწილი იყო თუ არა, უცნობია. მან შესაძლოა გამოიყენა კაიო-რომანო და კაიო-კოკო, ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგის მიმდებარედ, ჩრდილოეთ კუბის სანაპიროზე განხორციელებული ოპერაციების ბაზად.

ჰავანაზე თავდასხმის დეტალები საეჭვოა: გემების რაოდენობა, რომლებიც დე სორემ თავდასხმისას გამოიყენა, რაოდენობა მერყეობს 2-დან 20-მდე. მიუხედავად გემების რიცხვისა, დე სორეს მცირე პრობლემები ჰქონდა, მსუბუქად დაცული ქალაქის, ხელში ჩაგდებისას. მან გაანადგურა ლა ფუერსა ვიეხას ციხე, დღევანდელ კალე ტაკონში, და გადაწვა ქალაქის დიდი ნაწილი.[1] დე სორეს ქმედებებმა აიძულა ესპანეთის გვირგვინი დაეწყო მასიური გამაგრების პროგრამა. დე ლა რეალ ფუერსას ციხე აშენდა ვიეხა ფუერსას შესაცვლელად, მოგვიანებით კი მოროს ციხესიმაგრე და მცირე ზომის სან სალვადორ დე ლა პუნტას ციხე აშენდა ჰავანის ნავსადგურის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს.

1570 წლის 15 ივლისს დე სორემ მოკლა 40 პორტუგალიელი იეზუიტი მისიონერი და მათი სხეულები ზღვაში გადაყარა ტასაკორტეში, კანარის კუნძულებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • David Cordingly (1997). Under the Black Flag: The Romance and the Reality of Life Among the Pirates. Harvest Books. p. 320.
  • Rachel Carley (2000). Cuba: 400 Years of Architectural Heritage. Watson-Guptill. p. 224.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Les ange noirs de la liberté (ფრანგული). Géo (ივლისი, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი, 2007. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2007.