შინაარსზე გადასვლა

ჟაკ დე ბიი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაკ დე ბიი
ფრანგ. Jacques de Billy
დაბ. თარიღი 18 მარტი, 1602(1602-03-18)[1]
დაბ. ადგილი კომპიენი, საფრანგეთის სამეფო
გარდ. თარიღი 14 იანვარი, 1679(1679-01-14)[2] [1] (76 წლის)
გარდ. ადგილი დიჟონი, საფრანგეთის სამეფო
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
საქმიანობა მათემატიკოსი და ასტრონომი
მუშაობის ადგილი Collège des Godrans[1] [3]

ჟაკ დე ბიი (ფრანგ. Jacques de Billy; დ. 18 მარტი, 1602, კომპიენი, საფრანგეთის სამეფო — გ. 14 იანვარი, 1679, დიჟონი, საფრანგეთის სამეფო) — ფრანგი მათემატიკოსი და იეზუიტი.

ჟაკი დაიბადა კომპიენში და მოგვიანებით შეუერთდა იეზუიტთა ორდენს. 1629-1630 წლებში ბიი სწავლობდა მათემატიკას პონ-ა-მუსონის იეზუიტთა კოლეჯში. ამავდროულად, სწავლობდა თეოლოგიას. 1631-1633 წლებში ბიი სწავლობდა მათემატიკას რეიმსში, ასევე იეზუიტთა კოლეჯში. 1665-1668 წლებში ის იყო მათემატიკის პროფესორი დიჟონის კოლეჯში. მისი ერთ-ერთი სტუდენტი იყო ჟაკ ოზანამი. ბილი ასევე ასწავლიდა გრენობლში და იყო რამდენიმე კოლეჯის რექტორი შალონ-ან-შამპანში, ლანგრსა და სენში. მათემატიკოსი კლოდ გასპარ ბაშე დე მეზირიაკი, ბილის ყოფილი სტუდენტი რეიმსში, მისი ახლო მეგობარი გახდა. ბიი, პიერ ფერმასთან მიმოწერას ინარჩუნებდა.

ბიიმ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია რიცხვთა თეორიაში, რომლებსაც მოგვიანებით მისი სახელი დაერქვა. ბიიმ ასევე გამოაქვეყნა რამდენიმე ასტრონომიული ცხრილი. პირველი, დაბნელებების ცხრილი, „Tabulae Lodoicaeae seu universa eclipseon doctrina tabulis, praeceptis ac demonibus explicata. Adiectus est calculus, aliquot eclipseon solis & lunae, quae proxime per totam Europam videbuntur“, დიჟონში გამოქვეყნდა პიერ პალიოს მიერ 1656 წელს. იგი მოიცავდა 1656 წლიდან 1693 წლამდე პერიოდს. ეს ნაშრომი ასევე მოიცავდა პარიზის მერიდიანზე დაფუძნებულ მზის და მთვარის ცხრილებს, ასევე ასტრონომიულ გამოთვლებთან დაკავშირებული პრობლემების დეტალურ შესწავლას. ბილი იყო ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც უარყო ასტროლოგიის როლი მეცნიერებაში და კომეტების მავნე ზემოქმედების უძველესი რწმენა.

ჟაკ დე ბიი გარდაიცვალა დიჟონში 1679 წლის 14 იანვარს.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბიი.

  1. 1.0 1.1 1.2 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. https://ens.hal.science/hal-03750299/document — გვ. 28.