შინაარსზე გადასვლა

ჟაირზინიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაირზინიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჟაირ ვენტურა ფილიო
დაბადების
თარიღი
25 დეკემბერი, 1944 (1944-12-25) (81 წლის)
დაბადების
ადგილი
დუკი-დი-კაშიასი,
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი,
გარემარბი
ახალგაზრდული კარიერა
1959–1962 ბოტაფოგო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1962–1974 ბოტაფოგო 231 (91)
1974–1975 მარსელი 18 (9)
1975 კაიზერ ჩიფსი 3 (7)
1976 კრუზეირო 8 (3)
1977 პორტუგესა
1978–1979 ნოროესტე 10 (2)
1979 ფასტ კლუბი 2 (0)
1980–1981 ვილსტერმანი 19 (17)
1981 ბოტაფოგო
1982 ნუევე დე ოქტუბრე
ეროვნული ნაკრები
1964–1982 ბრაზილია 81 (35)
სამწვრთნელო კარიერა
1997–1998 კალამატა
2003–2005 გაბონი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
წინა რიგში, მარცხნიდან პირველი ჟაირზინიო ბრაზილიის ნაკრებში. 1970

ჟაირ ვენტურა ფილიო (პორტ. Jair Ventura Filho; დ. 25 დეკემბერი, 1944, დუკი-დი-კაშიასი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ჟაირზინიო (პორტ. Jairzinho). 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1] 1966 წლის ინგლისისა და 1974 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. 1999 წელს World Soccer-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 27-ე ადგილზე, ხოლო Placar-ის ვერსიით 66-ე ადგილზე დასახელდა.[2] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფეხბურთო მწვრთნელად.

საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს იცავდა ბრაზილიური, ფრანგული, სამხრეთ აფრიკული, ვენესუელური, ბოლივიური და ეკვადორული საფეხბურთო კლუბების: რიო-დე-ჟანეიროს „ბოტაფოგოს“, მარსელის „ოლიმპიკის“, იოჰანესბურგის „კაიზერ ჩიფსის“, ბელუ-ორიზონტის „კრუზეიროს“, აკარიგუას „პორტუგესას“, ბაურუს „ნოროესტეს“, მანაუსის „ფასტ კლუბის“, კოჩაბამბის „ხორხე ვილსტერმანის“ და გუაიაკილის „ნუევე დე ოქტუბრეს“ ღირსებას.

ოცწლიანი საფეხბურთო კარიერიდან 13 წელი „ბოტაფოგოში“ გაატარა. მის შემადგენლობაში ეროვნული პირველობისა და თასის გათამაშების, საერთაშორისო ოფიციალური ტურნირებისა და ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით 412 მატჩი ითამაშა და 186 ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით „ბოტაფოგოს“ ყველა დროის მეექვსე საუკეთესო ბომბარდირად ითვლება კუარენტინიას, კარვალიო ლეიტეს, გარინჩას, ელენო დე ფრეიტასის და ნილო მურტინიო ბრაგას შემდეგ.[3]

საკლუბო სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კლუბი ქვეყანა წლები წყარო
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo de Futebol e Regatas) დროშა: ბრაზილია ბრაზილია 1962–1974
ოლიმპიკი მარსელი (ფრანგ. Olympique de Marseille) დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი 1974–1975
კაიზერ ჩიფსი (ინგლ. Kaizer Chiefs F.C.) სამხრ. აფრიკა
1975
კრუზეირო (პორტ. Cruzeiro Esporte Clube) დროშა: ბრაზილია ბრაზილია
1976
პორტუგესა (ესპ. Portuguesa Fútbol Club) ვენესუელის დროშა ვენესუელა
1977
ნოროესტე (პორტ. Esporte Clube Noroeste) დროშა: ბრაზილია ბრაზილია 1978–1979
ფასტ კლუბი (პორტ. Nacional Fast Clube) დროშა: ბრაზილია ბრაზილია
1979
ვილსტერმანი (ესპ. Club Deportivo Jorge Wilstermann) დროშა: ბოლივია ბოლივია 1980–1981
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo de Futebol e Regatas) დროშა: ბრაზილია ბრაზილია
1981
ნუევე დე ოქტუბრე (ესპ. A.D. Nueve de Octubre) დროშა: ეკვადორი ეკვადორი
1982

1964–1982 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 81 შეხვედრას ატარებს და 35 ბურთი გააქვს.[4]

ბრაზილია
წელი მატჩი გოლი
1964 11
1965 60
1966 100
1968 149
1969 95
1970 1311
1972 53
1973 62
1974 164
1982 10
ჯამში8135

მსოფლიო ჩემპიონატებზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟაირზინიომ მსოფლიო ჩემპიონატების 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 ბურთი გაიტანა.[5]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1966დროშა: ინგლისი ინგლისიბრაზილიის დროშა 17თავდამსხმელი30102
ჯგუფური ეტაპი
1970მექსიკის დროშა მექსიკაბრაზილიის დროშა 7თავდამსხმელი67600
ჩემპიონი
1974დროშა: გერმანია გერმანიაბრაზილიის დროშა 7თავდამსხმელი72322
მეორე რაუნდი
ბრაზილიის დროშა ბოტაფოგო
ბრაზილიის დროშა კრუზეირო
ბრაზილიის დროშა ბრაზილია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. გოდუაძე, ლ. 2010, pp. 66–73.
  2. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
  3. Botafogo de Futebol e Regatas · Os maiores artilheiros da história do Botafogo F.R. · Atualizado até 14/02/2013. ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 მარტი, 2013. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
  4. Jairzinho — Jair Ventura Filho წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
  5. Jairzinho in the World Cups წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
  6. Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
  7. Botafogo de Futebol e Regatas · Os maiores artilheiros da história do Botafogo F.R. · Jair Ventura Filho (Jairzinho). Nascimento – 25/12/1944 (Rio de Janeiro – RJ). Estréia – 15/08/1962 – 3 x 1 Independiente Santa Fé-COL (Amistoso), Bogotá. Gols do Botafogo – Garrincha, Amarildo e Amoroso. Despedida – 06/12/1981 – 2 x 1 Potyguar-RN (Amistoso), Est. Cel. José Bezerra, Currais Novos. Gols do Botafogo – Mendonça e Jérson. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.