ჟაბეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟაბეში (სოფელი))
სოფელი
ჟაბეში
სვან. ჟა̄ბეშ

სოფელი ჟაბეში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი მულახი
კოორდინატები 43°02′50″ ჩ. გ. 42°52′03″ ა. გ. / 43.04722° ჩ. გ. 42.86750° ა. გ. / 43.04722; 42.86750
ცენტრის სიმაღლე 1680
მოსახლეობა 90[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჟაბეში — საქართველო
ჟაბეში
ჟაბეში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჟაბეში

ჟაბეში[2][3] (სვან. ჟა̄ბეშ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში (სოფლები: არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ჭოლაში).[4] მდებარეობს მდინარე მულხრის (მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, მესტიიდან 15 კილომეტრზე.

სოფელში დგას XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ― შირიმის თლილი კვადრებით ნაგები მაცხოვრის ეკლესია. აღმოსავლეთით სამწახნაგა შვერილი აფსიდა აქვს. ინტერიერში, სამმალიანი ქვის კანკელის წინ, ქვისავე ოთხუთხა კვარცხბეკზე აღმართულია ხის ჯვარი. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ღრმა უბე, სადაც სამალავში შესასვლელია მოწყობილი. ინტერიერში შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 90 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 152 81 71
2014[1] 90 48 42

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]