ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟაბეშის მაცხოვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობა მესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული
თარიღდება XI საუკუნე
დეტალები

ჟაბეშის მაცხოვრის ტაძარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფელ ჟაბეშში. ტაძარი აგებულია XI საუკუნეში შირიმის თლილი კვადრებით. აღმოსავლეთით სამწახნაგა შვერილი აფსიდი აქვს. ინტერიერში, სამმალიანი ქვის კანკელის წინ, ქვისავე ოთხუთხა კვარცხბეკზე აღმართულია ხის ჯვარი. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ღრმა უბე, სადაც სამალავში შესასცლელია მოწყობილი. ინტერიერში შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები.

ტაძრის სიწმინდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს ტაძარი მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. ამ პერიოდში ტაძარში მსახურობდა ღრმადმოხუცებული მღვდელი გიორგი მარგიანი. მეცნიერი, ექსპედიციის მასალებში, იმ დროისათვის ტაძარში არსებული სიწმინდეების შესახებ გვაწვდის ვრცელ ინფორმაციას. ეკლესიაში დაცული ყოფილა წმინდა გიორგის მოოქროვილი ვერცხლის ხატი, ხის შანდალ-კანკელი და ზარი. ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ დ. ბაქრაძის დროს, აქ ყოფილა ტყავის სახარება წარწერით, სადაც იხსენიება „აღმწერელი“ გიორგი.[1].

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]