პუშკინის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუშკინის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
პუშკინის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
პუშკინის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°41′37″ ჩ. გ. 30°23′17″ ა. გ. / 59.69361° ჩ. გ. 30.38806° ა. გ. / 59.69361; 30.38806
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მიმდინარეობს რესტავრაცია
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810450000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ჯაკომო კვარნეგი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

პუშკინის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Казанской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგის ქალაქ პუშკინში, ქალაქის ისტორიულ გარეუბანში სოფიაში. ტაძარი მიწერილია სოფიას ტაძარზე. ეკლესია მდებარეობს ყაზანს სასაფლაოს ცენტრში. ეკლესიის სიგრძეა - 19 მეტრი, ხოლო სიმაღლე ჯვრის ჩათვლით - 23,11 მეტრი.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია და სამრეკლო ააგეს ეკატერინე II-ის ბრძანებით, როგორც მისი ახალგაზრდა ფავორიტის ალექსანდრე ლანსკოის მავზოლეუმი. ეკლესია ააგეს ჯოვანი კვარნეგის პროექტის მიხედვით.

ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 1785 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო აკურთხეს 1790 წლის 19 მარტს. ეზოს დასავლეთ ნაწილში, ეკლესიის პირდაპირ ააგეს ორსართულიანი სამრეკლო.

თავდაპირველად ტაძარს არ ჰყავდა თავისი ღვთისმსახური და 1785-1860 წლებში მიწერილი იყო სხვადასხვა ტაძრებზე და ეკლესიებზე. 1860 წლიდან ეკლესიას საკუთარი შტატი აქვს.

ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა 1924 წლამდე. 1930 წლის 31 ოქტომბერს ლენინგრადის საოლქო აღმასკომის დადგენილებით ეკლესია დახურეს. კანკელი დაშალეს, საფლავის ქვები კი გადაიტანეს მუზეუმში.

ეკლესიის შენობა გადასცეს სოფლის მეურნეობის სახელოსნო შრომით კოლონიას თესლოვანი მასალების შესანახად. მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ოკუპაციის პერიოდში გამოიყენებოდა ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრად.

1948 წლის დეკემბრიდან 1950 წლის ივლისამდე პუშკინის მრევლმა არაერთხელ მოითხოვა ტაძრის გახსნა, მაგრამ ყოველ თხოვნაზე უარს ეუბნებოდნენ.

1967 წელს დაგეგმეს ეკლესიის აღდგენა, რომელიც ეძღვნებოდა ჯაკომო კვარნეგის დაბადების 150 წლისთავს, მაგრამ ეს ჩანაფიქრი არ განხრციელებულა.

1973 წელს რაიონული აღმასკომის კომუნალურმა განყოფილებამ გადაწყვიტა ეკლესიის დანგრევა, მაგრამ ესეც ვერ განახორციელეს.

1995 წელს 20 მარტს ყაზანის ეკლესია შეიტანეს არქიტექტურის ძეგლების სიაში, ხოლო 11 აპრილს ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მიაწერეს წმინდა სოფიას სახელობის ტაძარს. დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები.2010 წელს ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება. 2011 წელს დასრულდა შიდა კედლების რეკონსტრუქციის სამუშაოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вильчковский С. Н. Царское Село:. — Репринт. воспроизведение изд. 1911 г. — СПб.: Рекл.-изд. предприятие "Титул-СПб.", 1992.
  • Ласточкин С. Я., Рубежанский Ю. Ф. Царское Село - резиденция российских монархов: Архит. и воен.-ист. очерк. — 2-е изд., доп. и перераб. — СПб.: Тип. "Правда", 2000. — ISBN 5-85991-043-6.
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 225—235, 516—518. — ISBN 5-9900655-3-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]