პუშკინის ქრისტეს აღდგომის კირხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუშკინის ქრისტეს აღდგომის კირხე
პუშკინის ქრისტეს აღდგომის კირხე — რუსეთი
პუშკინის ქრისტეს აღდგომის კირხე
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°42′51″ ჩ. გ. 30°24′33″ ა. გ. / 59.71417° ჩ. გ. 30.40917° ა. გ. / 59.71417; 30.40917
რელიგიური კუთვნილება ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა პუშკინი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810464000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ალექსანდრ ვიდოვი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეოგოთიკა
თარიღდება XIX საუკუნე

პუშკინის ქრისტეს აღდგომის კირხე (რუს. Кирха Воскресения Христова) — ლუთერანული ეკლესია პუშკინში. ეკლესია აგებულია 1860-1865 წლებში. ეკლესია არის რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუშკინის კირხე ისტორიულად არ ეკუთვნოდა ინგრის ეკლესიების რიცხვს, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში, როგორც პირველმა ლუთერანულმა ეკლესიამ ინგერმანლანდიაში.

ლიცეუმის კირხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუთერანული ეკლესია ცარსკოე-სელოში ჩამოყალიბდა 1811 წელს. 1817 წელს დაიწყეს სამრევლო ეკლესიის მშენებლობა. მშენებლობის ორგანიზატორები იყვნენ ცარსკოე-სელოს ლიცეუმის დირექტორი ეგორ ენგელგარდტი და ლიცეუმის პასტორი კ. გნიტჰელი. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ეკლესიის მშენებლობას შესწირა 20 000 რუბლი.

პირველი ხის ლუთერანული ეკლესია ცარსკოე-სელოში ააგეს 1818 წელს, დანგრეული ჰუსართა პოლკის ყაზარმების ადგილზე და აკურთხეს უფლის ფერისცვალების სახელზე ამავე წლის 13 ოქტომბერს. მისი ძირითადი მრევლი იყო ცარსკოოე-სელოს ლიცეუმის გერმანელი წარმოშობის მასწავლებლები.

კირხე ააგეს ამპირის სტილში. 1843 წლამდე ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენდა ლიცეუმის პასტორი, შემდეგ კირხე გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების მმართველობაში.

კოლონისტების კირხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიცეუმის დაშლის შემდეგ, ძირითადი მრევლი გახდა გერმანელი კოლონისტები ფრიდენტალიიდან. 1860 წლის 14 აგვისტოს მოძველებული ძველი ეკლესიის შენობის გვერდით დაიწყეს ახალი იმავე სახელწოდების ეკლესიის მშენებლობა.

1865 წლის 17 აპრილს იმპერატორ ალექსანდრე II-ის დაბადების დღეზე აკურთხეს ეკლესია, რომელიც ააგეს ალექსანდრე ვიდოვის პროექტის მიხედვით და დღემდე მოაღწია.

ღვთისმსახურება მიმდინარეობდა 1931 წლამდე ძირითადად გერმანულ, ლატვიურ და ესტონურ ენებზე. 1931 წლის 5 დეკემბერს კირხე დახურეს ლენინგრადის საოლქო აღმასკომის დადგენილების მიხედვით, შენობა გადაეცა სარემონტო-მექანიკურ ქარხანას.

დიდი სამამულო ომის შემდეგ ეკლესიის სარდაფში მდებარეობდა გესტაპოს კომენდატურა[1]. შემდეგ შენობაში განათავსეს ავტოსკოლა და ავტოსარემონტო.

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს მიმდინარეობდა კირხეს შენობის ნაწილობრივი რესტავრაცია. არქიტექტორ მ. ტოლსტოის ხელმძღვანელობით აღადგინეს ვერანდა, მოახდინეს მთელი რიგი დეკორატიული ელემენტებისა და ინტერიერის რეკონსტრუქცია. ამავე წელს კირხე დაუბრუნდა მორწმუნეებს და საზეიმოდ აკურთხეს 11 დეკემბერს ქრისტეს აღდგომის სახელზე.

1988 წლამდე ღვთისმსახურება მიმდინარეობდა მხოლოდ ფინურ ენაზე, 1988 წლიდან დაიწყო რეგულარული მსახურება რუსულ და გერმანულ ენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. «История финской Евангелическо-Лютеранской Церкви Ингерманландии», СПб, 2012, сс. 207—209, ISBN 978-5-904790-08-0
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей. Краткий исторический справочник. Издание второе, исправленное и дополненное. СПб, издательство Genio Loci, 2007, сс.267—271. ISBN 5-9900655-3-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пушкин. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-27. ციტირების თარიღი: 2018-05-25.