პუშკინის პიკი
Jump to navigation
Jump to search
პუშკინის პიკი | |
---|---|
![]() | |
კოორდინატები: 43°00′51″ ჩ. გ. 43°04′12″ ა. გ. / 43.01417° ჩ. გ. 43.07000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 5033.6 მ |
ქედი | ცენტრალური კავკასიონი |
პუშკინის პიკი (რუს. Пик Пушкина) — ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 5033.6 მ.[1] მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, ყაბარდო-ბალყარეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, მწვერვალ ჯანღის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[2] წარმოადგენს მაღალმთიანი მთის მასივის დიხთაუს ნაწილს და აღმართულია ბეზენგის კედელზე, აღმოსავლეთ დიხთაუსა და ბოროვიკოვის პიკს შორის. სახელი ეწოდა 1938 წელს რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის პატივსაცემად.