პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი
პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი | |
---|---|
![]() | |
59°43′16″ ჩ. გ. 30°24′18″ ა. გ. / 59.721121111° ჩ. გ. 30.405075500° ა. გ. | |
დაარსდა | 1987 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | პუშკინი |
ექსპონატი | 25 000 |
კლასიფიკაცია |
![]() |
დირექტორი | ნატალია პეტროვა |
ოფიციალური საიტი | [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი] |
![]() |
პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი (რუს. Историко-литературный музей города Пушкина) — სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ პუშკინში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მხარეთმცოდნეობითი ექსპოზიცია ქალაქ პუშკინში გამოჩნდა 1970-იან წლებში, სწორედ ამ ექსპოზიციაზე დააფუძნეს 1980-იან წლებში საზოგადოებრივი მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.
1987 წლის 28 ივლისს ლენინგრადის საქალაქო აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება პუშკინის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის შესახებ, როგორც სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი.
მუზეუმს გადასცეს ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც აგებულია 1820-1821 წლებში არქიტექტორ ვასილი სტასოვის მიერ ცარსკოესელოს პოლიციისათვის.
1996 წელს სანქტ-პეტერბურგის მერის ინიციატივით მუზეუმი თვითმმართველი გახდა და ეწოდა „ქალაქ პუშკინის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“. 2002 წლიდან კი ეწოდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო დაწესებულება „ქალაქ პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი“, ხოლო 2011 წლიდან — სანქტ-პეტერბურგის საბიუჯეტო დაწესებულება „ქალაქ პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი“.
2009 წელს მუზეუმის მფლობელობაში შევიდა ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი „ცარსკოესელოს მოსკოვის კარიბჭე“. 2015 წელს მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ მოსკოვის კარიბჭეში განთავსდა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.
ფონდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად მუზეუმი მოითვლის 25 000 ექსპონატს, რომლებიც ეკუთვნის ძირითად და სამეცნიერო-დამხარე ფონდებს. კოლექციიდან აღსანიშნავია: დოკუმენტები, ფოტოები, იაშვიათი წიგნები, გრაფიკა, ყოფა, ნუმიზმატიკა, ფერწერა და ქანდაკება. თანამშრომლები მუშაობენ სამუზეუმო ექსპოზიციის აღწერასა და სამეცნიერო შესწავლაზე.
მუზეუმის ექსპოზიცია შეიქმნა ძირითადად დოკუმენტებზე, ფოტოებზე, სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე და ყოფა-ცხოვრების ამსახველ ნივეთებზე დაყრდნობით, რომლებიც მოგვითხრობენ ცარსკოე-სელოს (1918 წლიდან - დეტსკოე-სელო, ხოლო 1937 წლიდან - ქალაქი პუშკინი) შესახებ. ასევე ექსპოზიცია მოგვითხრობს დიდი სამამულო ომის წლებზე.