პუტო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბანანის ფოთლებში გახვეული პუტოს ნამცხვარი

პუტო — ფილიპინური ორთქლზე მომზადებული ბრინჯის ნამცხვარი, რომელიც ტრადიციულად მზადდება ოდნავ ფერმენტირებული ბრინჯის ცომისგან (გალაპონგი). მას მიირთმევენ როგორც არის ან სხვადასხვა მარილიან კერძთან ერთად (როგორიცაა დინუგუანი). პუტო წარმოადგენს ორთქლზე მომზადებული სხვადასხვა კერძის საერთოსახელწოდებას, იმ შემთხვევაშიც, თუკი ნამცხარი ბრინჯს არ შეიცავს. ეს არის კაკანინის (ბრინჯის ნამცხვრები) ქვე-ტიპი.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პუტოს ამზადებენ ბრინჯისგან, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იჟღინთებოდა. ზოგჯერ შეიძლება საფუარი დაემატოს ამ პროცესს. ამის შემდეგ მას ფქვავენ (ტრადიციულად ქვის წისქვილებით) და ბრინჯის ცომს ამზადებენ, რომელიც გალაპონგის სახელით არის ცნობილი. საბოლოო ეტაპზე ნარევს ორთქლზე ხარშავენ.[2]

ფილიპინური კერძი დინგუანი, რომელსაც ტრადიციულად პუტოსთან ერთად მიირთმევენ

პუტოს წარმოების პროცესში გამოიყენება პუტუჰანის ორთქლის დანადგარი, რომლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მრგვალი, დიამეტრით 30-დან 60 სანტიმეტრამდე (12-დან 24 ინჩამდე). მისი სიღრმე 2-დან 5 სანტიმეტრამდე (0,79-დან 1,97 სანტიმეტრამდე) მერყეობს.

მუსლინის ფურცელი (კაცა) გადაჭიმულია ორთქლის დანადგარზე და მზა ბრინჯის ცომის პირდაპირ მასზე ასხამენ; ალტერნატიული მეთოდით გამოიყენება ბანანის ფოთოლი. შემდეგ პუტოს ყიდიან როგორც მსხვილ, სქელ ნამცხვრებს ბრტყელ კალათებში, რომლებსაც უწოდებენ ბილაოს, ბანანის ფოთლით, ან მთლიანი პურებით. შესაძლებელია მათი გაყიდვა პატარა ზომის პასტის ფორმის ცალკეულ ნაწილებადაც.

სწორად მომზადებული პუტო ფერმენტირებული ბრინჯისა და ოდნავ საფუვრიანი არომატისაა, რაც შეიძლება გაუმჯობესდეს ბანანის ფოთლების სურნელით. კერძი არც წებოვანია, არც მშრალი და მტვრევადი, არამედ რბილი, ტენიანი და წვრილი, ერთგვაროვანი მარცვლოვანი სტილისაა. აუცილებელ არომატს ახლად მოხარშული ბრინჯი წარმოადგენს, მაგრამ ის შეიძლება ცოტათი გატკბილდეს, თუ თავისთავად მიირთმევენ საუზმედ, თუ მიირთმევენ მარილიან კერძებტან ერთად მას მოტკბო გემო აღარ ექნება. ფილიპინების იმ ნაწილში, სადაც გავრცელებულია ენა ტაგალოგი ორთქლზე მოხარშული პუტოს უმეტესობა შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობის ხის ნაცარს.

პუტოს მიირთმევენ ჩვეულებრივ და დაამატებენ ტოპინგებს, როგორიცაა ყველი, კარაქი / მარგარინი, მაგრად მოხარშული კვერცხი, ხორცი ან ახლად გახეხილი ქოქოსი. ბულაკანში პუტოს ყველის დანამატებით იუმორისტულად უწოდებენ პუტონგ ბაქლას ("ჰომოსექსუალური პუტო"), ხოლო პუტოს კვერცხის ტოპინგებით პუტონგ ლალაკი ("კაცის პუტო") და ხორცით სავსეებს პუტონგ ბაბას ("ქალის პუტო").[3] [4]

სხვადასხვა არომატის პუტოს ასორტიმენტი

ვარიანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე პუტოს ასორტი სხვადასხვა არომატის პუტოებს შეიცავს. პუტო საერთო ტერმინია სხვადასხვა სახის ძირძველი ორთქლზე მომზადებული ნამცხვრებისთვის, მათ შორის იმმათთვის, რომლებიც ბრინჯის გარეშე მზადდებიან. ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ისინი მზადდება ორთქლზე და მზადდება გარკვეული ტიპის ფქვილით (განსხვავებით ბიბინკასთან, რომელიც გამომცხვარი ნამცხვრებია). არსებობს გამონაკლისები, მაგალითად, პუტოს სეკო, რომელიც გამომცხვარი მშრალი ფუნთუშაა. გალაპონგისგან დამზადებულ ტრადიციულ პუტოს ზოგჯერ უწოდებენ პუტონგ პუტს ("თეთრი პუტო") ან პუტონგ ბიგას ("ბრინჯის პუტო"), რომ განასხვავონ სხვა, მსგავსი სტილის კერძებისგან, რომლებსაც იგივე სახელწოდება აქვთ.[5]

ამ მრავალმხრივი ნამცხვრების პოპულარობამ განაპირობა მრავალი თანამედროვე პუტოს ჯიშის განვითარება, რომლებიც ხშირად განსხვავდება ტექსტურის, ფერის, ფორმის, ზომისა და არომატის მიხედვით.მათი ნეიტრალური არომატის გამო, მათ მიირთმევენ როგორც აპეტაიზერს ან დესერტს. შესაძლებელია მათი გამოყენება მარილიან და სხარე კერძებთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alan Davidson (2006). The Oxford Companion to Food. OUP Oxford. ISBN 9780191018251.
  2. Priscilla C. Sanchez (2008).Philippine Fermented Foods: Principles and Technology. UP Press. p. 401. ISBN 9789715425544.
  3. Michaela Fenix (2017). Country Cooking: Philippine Regional Cuisines[მკვდარი ბმული].[მკვდარი ბმული] Anvil Publishing, Incorporated. ISBN 9789712730443.
  4. Alan Davidson (2006). The Oxford Companion to Food. OUP Oxford. ISBN 9780191018251.
  5. "Putong Bigas (Putong Puti)". Kawaling Pinoy. Retrieved 7 December 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პუტო&oldid=4101640“-დან