პუტინი — მონა ლიზა
პუტინი — მონა ლიზა | |
---|---|
Putin — Mona Lisa | |
ავტორი | დავით დათუნა |
წელი | 2011 |
ტიპი | ინსტალაცია |
ქალაქი | მოსკოვი |
მუზეუმი | კერძო კოლექცია |
„პუტინი — მონა ლიზა“ (ინგლ. Putin — Mona Lisa) — ინსტალაცია, შექმნილი ლინზებისგან და ლეონარდო და ვინჩის ნახატის მონა ლიზას მრავალი მინიატურული სურათებისგან. ნამუშევრის ავტორია ცნობილი ქართული წარმოშობის ამერიკელი მხატვარი დავით დათუნა.
ნამუშევარი „პუტინი — მონა ლიზა“, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი, ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშია.
დათუნას სიტყვებით, „პუტინი — კაცობრიობის ისეთივე ამოცანაა, როგორც ჯოკონდას ღიმილი. რუსეთში პუტინს ძირითადად ისე უყურებენ, როგორც ერის იმედს, ხოლო დანარჩენს სამყაროში ის ხშირად განსხვავებულ გრძნობებს იწვევს, პატივისცემიდან შიშამდე. პორტრეტი, რომელიც ტალღისებული ზედაპირის მქონე გადაჯაჭვული ლინზების ქვევითაა მოთავსებული, პრიზმულ ზედაპირს ქმნის, თითქოს სურათის მონაცემებს ლინზებით ატყვევებს, ხოლო შემდეგ დისტილირებულად აირეკლება ჩვენსკენ მისი ხელახლა დათვალიერების მიზნით. დავით დათუნა მოხერხებულად უთავსებს სათვალისა და ლინზების კონცეფციას, როდესაც თითოეულ მათგანს განსაზღვრულ ხედვას ანიჭებს. განსხვავებული დიოპტრიის ლინზების გამოყენება, განსაზღვრავს ერთიდაიმავე ობიექტისადმი განსხვავებულ ხედვას. ლინზები სიმბოლურად გამოსახავენ პიროვნებებს, ილუზიებს, აღქმას, ფრაგმენტაციას და გაერთიანებას.
2011 წლის 21-25 სექტემბერს, ნაშრომი წარმოდგენილ იყო არტ-მოსკოვის საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ის ანონიმ ბიზნესმენზე 269 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- painting, by American artist David Datuna, was sold to the Russian man for more than double its original list price
- Portrait of the Russian leader by American artist David Datuna sold for € 200,000 t
- портрет-коллаж Путина работы Дэвида Датуны на «Арт-Москве» за рекордную сумму — 200 тысяч евро
- Video Art Moscow დაარქივებული 2011-10-13 საიტზე Wayback Machine.
- Мона Лиза превращается в Путина
- Путина в образе Моны Лизы продали за 200 тыс. евро
- Портрет «Путин — Мона Лиза» продан на аукционе в Москве за 200 тысяч евро