შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ პუტინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პუტინი, ვლადიმირ)
ვლადიმერ პუტინი
Влади́мир Пу́тин
ვლადიმერ პუტინი Влади́мир Пу́тин
რუსეთის მე-4 პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 მაისი, 2012
წინამორბედიდიმიტრი მედვედევი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 მაისი, 2000 – 7 მაისი, 2008
მოვ. შემს.: 31 დეკემბერი 19997 მაისი 2000
პრემიერ-მინისტრიმიხეილ კასიანოვი
მიხეილ ფრადკოვი
ვიქტორ ზუბკოვი
წინამორბედიბორის ელცინი
მემკვიდრედიმიტრი მედვედევი

რუსეთის მე-6 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 აგვისტო, 1999 – 7 მაისი, 2000
პრეზიდენტიბორის ელცინი
წინამორბედისერგეი სტეპაშინი
მემკვიდრემიხეილ კასიანოვი

რუსეთის მე-10 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 მაისი, 2008 – 7 მაისი, 2012
წინამორბედივიქტორ ზუბკოვი
მემკვიდრედიმიტრი მედვედევი

დაბადებული7 ოქტომბერი, 1952 (1952-10-07) (72 წლის)
ლენინგრადი, რუსეთის სფსრ,
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიასკკპ (1991-მდე)
ჩვენი სახლი — რუსეთი (1995)
ერთიანი რუსეთი (2008–2012)
უპარტიო (2012-დან)
მეუღლელუდმილა პუტინა (გაშორდნენ 2014 წელს)
განათლებასანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსრკ სუკ-ის უმაღლესი სკოლა
სსრკ სუკ-ის წითელდროშოვანი ინსტიტუტი
პროფესიაიურისტი, მზვერავი, პოლიტიკოსი
საქმიანობარუსეთის პრეზიდენტი
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა
საიტიПрезидент России

ვლადიმერ პუტინი (რუს. Владимир Владимирович Путин; დ. 7 ოქტომბერი 1952, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის მეორე (2000-2008) და მეოთხე (2012-) პრეზიდენტი. 1999-2000 და 2008-2012 წლებში რუსეთის მთავრობის მდივანი, 1998-1999 წლებში იყო უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი, 1999 წელს იკავებდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს.

ქვეყნის პირველი პირი გახდა 1999 წლის 31 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტი ბორის ელცინი დროზე ადრე გადადგა. პირველად პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს, მეორედ 2004 წელს, მესამედ — 2012 წელს, მეოთხედ კი 2018 წელს.

1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1977 წლიდან მუშაობდა ლენინგრადის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვაში. 1985-1990 წლებში მუშაობდა სსრკ-ს საგარეო დაზვერვის რეზიდენტურაში. მუშაობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში, როგორც სსრკ-გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორი.

1990 წლის ივნისში დაბრუნდა ლენინგრადში, სადაც გახდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში. იმავე წელს დაიწყო პოლიტიკური კარიერა ლენინგრადის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. 1991 წლის ივნისში ანატოლი სობჩაკის სანქტ-პეტერბურგის მერად არჩევის შემდეგ, პუტინი გახდა მერიის კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საკითხებში. 1991 წლის 20 აგვისტოს ვიცე-პოლკოვნიკის წოდებაში განთავისუფლდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან. 1996 წელს მუშაობა დაიწყო მოსკოვში, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მოადგილემ. 1999 წლის აგვისტოში რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

არის სპორტის ოსტატი ძიუდოში და სამბოში. 1975 წელს გახდა ლენინგრადის ჩემპიონი ძიუდოში. არის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1997). თავისუფლად ფლობს გერმანულ ენას.

პუტინის ხელმძღვნაელობით რუსეთმა განიცადა დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა. მისი მმართველობა ხასიათდება ეკონომიკური კორუფციის მაღალი დონით, ადამიანის უფლებების მასშტაბური და ინსტიტუციური დარღვევებით (მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებით), მედია თავისუფლების გათელვითა და არჩევნების მასობრივი გაყალბებით.[1][2][3] პუტინი თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივპობით მეორე ადგილს იკავებს ევროპის ლიდერებს შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს შემდეგ.

ბიოგრაფია (1999 წლამდე)

მისივე პასუხის თანახმად მოსახლეობის აღწერის დროს, ეროვნებით რუსია. ვლადიმერ პუტინის მამა იყო ვლადიმირ სპირიდონის ძე პუტინი (1911-1999). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, წითელ არმიაში იყო 1941 წლიდან. 1941 წლის 17 ნოემბერს, ნევკის მოედნის დაცვის დროს დაიჭრა მარცხენა წვივში. მიღებული აქვს შემდეგი ორდენები: „სამხედრო დამსახურებებისთვის“; „ლენინგრადის დაცვისთვის“; „გერმანიის დამარცხებისთვის“. ომის შემდეგ ეგოროვის სახელობის ქარხანაში ოსტატად მუშაობდა. 1985 წელს მიიღო „დიდი სამამულო ომის 1-ხარისხის ორდენი“. დედა, მარია შემოლოვა (1911-1998) ასევე ქარხანაში მუშაობდა. გადაიტანა ლენინგრადის ბლოკადა. დაჯილდოებულია „ლენინგრადის დაცვის“ ორდენით.

პაპა, სპირიდონ პუტინი იყო ცნობილი მზარეული, რომელიც პარტიის უმაღლესი ჩინოვნიკებისთვისაც ამზადებდა (მათ შორის იყვნენ ლენინი და სტალინი).

ბავშვობა და ახალგაზრდობა

დაიბადა 1952 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ ლენინგრადში. იყო მესამე შვილი ოჯახში. მისი ორი ძმა მის დაბადებამდე დაიღუპა. ვიქტორი დაიღუპა დიფტერიით ლენინგრადის ბლოკადის დროს, 1942 წელს. ყველაზე უფროსი, ალბერტი, ომამდე დაიღუპა.

პუტინთა ოჯახი ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში ყველანაირი პირობების გარეშე. ისინი ცხოვრობდნენ ბასკოვის შესახვევში (სახლი 12). ამ ბინაში პუტინი სუკ-ში მუშაობის დაწყებამდე ცხოვრობდა. პრეზიდენტობის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან იტაცებდა საბჭოთა ფილმები დაზვერვაზე და სულ უნდოდა ემუშავა სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებში. მადლობას უხდიდა საბჭოთა ხელისუფლებას შესაძლებლობებისთვის, რომლებსაც იგი ახალგაზრდებს აძლევდა.

1960-1965 წლებში პუტინი სწავლობდა რვაწლიან სკოლაში. 1965 წლის შემდეგ გადავიდა საშუალო სკოლაში, რომელიც 1970 წელს დაამთავრა.

1970-1975 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტში ყოფნის დროს გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში. პარტია პუტინს არ დაუტოვებია. სწავლის დროს მან ასევე გაიცნო ანატოლი სობჩაკი, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის დოცენტი იყო.

სამსახური სუკ-ში

პუტინი სუკ-ში მუშაობის პერიოდში, 1980 წელს

1975 წელს დაასრულა ლგუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. ამის შემდეგ მოხვდა სუკ-ში. 1975 წელს ასევე დაასრულა ოპერატიული გუნდის მომზადების კურსები და გახდა უმცროსი ოფიცერი (იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი).

1977 წლიდან მუშაობდა სუკ-ს კონტრდაზვერვაში. 1979 წელს დაასრულა სუკ-ს უმაღლესი სკოლის კურსები მოსკოვში და ლენინგრადში დაბრუნდა.

1985-1990 წლებში მუშაობდა გდრ-ში. იქ მუშაობის დროს ჩინით პოდპოლკოვნიკამდე იქნა ამაღლებული. 1990 წლის მასობრივი დემონსტრაციების დროს არ მისცა მომიტინგეებს სუკ-ს შენობის დანგრევის საშუალება.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, მისივე სიტყვებით, უარი თქვა ცენტრში გადასვლაზე.

ლენინგრადის მერიაში სამუშაოდ გადასვლის შემდეგ პუტინმა ორჯერ დაწერა სუკ-დან განთავისუფლების რაპორტი. 1991 წლის 20 აგვისტოს რაპორტი დააკმაყოფილეს.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Michael E. Ruane (2022-02-24). „Putin’s attack on Ukraine echoes Hitler’s takeover of Czechoslovakia“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-29. ციტირების თარიღი: 2022-04-19.
  2. Интервью в эфире программы «Завтрак с Фростом» на телеканале «Би-би-си». ციტირების თარიღი: 2021-07-29
  3. Frye, Timothy (2021). Weak Strongman: The Limits of Power in Putin's Russia. Princeton University Press, გვ. თარგი:Page needed. ISBN 978-0-691-21246-3.