პურის მუზეუმი (აღდამი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პურის მუზეუმი

2012 წელს მუზეუმის განადგურებული შენობა
39°59′30″ ჩ. გ. 46°55′54″ ა. გ. / 39.99167° ჩ. გ. 46.93167° ა. გ. / 39.99167; 46.93167
დაარსდა 25 ნოემბერი 1983
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა აღდამის რაიონი და აღდამი
დირექტორი ნიაზი ყულიევი
Map

პურის მუზეუმი (აზერ. Çörək muzeyi) — მუზეუმი, რომელიც ოდესღაც არსებობდა აზერბაიჯანის სსრ-ს ქალაქ აღდამში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა 1983[1] წლის ნოემბერში. მუზეუმში ინახებოდა ანტიკური და შუასაუკუნეების ექსპონატები, არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პურთან და ხორბალთან, გაქვავებული ხორბალი, ხელის წისქვილები, ჭურჭელი, უძველესი წიგნები, ხელნაწერები და სხვადასხვა სახის მასალები, რომლებიც მოწმობენ სხვადასხვა სახის შრომის იარაღებისა (ცელი, ნამგალი, სამკავი და სხვა) და მიწარმოქმედების განვითარებას.[2] მუზეუმი ძლიერად დაზარალდა 1990 წლების ყარაბაღის ომის მსვლელობის დროს. ამჟამად მუზეუმი იმყოფება დანგრეულ მდგომარეობაში.[1][2]

შენობის ფასადზე იყო გამოსახული სხვადასხვა სახის ორნამენტები, ასევე ორი მოზაიკის პანო, რომლებზეც გამოსახულია ხორბლის თავთავები და მზე. შიგნით შენობა მორთული იყო ფერადი ვიტრაჟებით, ჭერი მოპირკეთებული იყო მუქი ფერის ხის კვადრატებით. მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზის შესასვლელში იყო წარწერა „თაყვანი ეცით პურს!“.

მუზეუმში, სხვა ექსპონატებთან ერთად ასევე ინახებოდა გაქვავებული ხორბალი, რომელიც ყოფილი დირექტორის, აკადემიკოს იმამ მუსტაფაევის, მოწმობით ნაპოვნი იყო არქეოლოგიური გათხრების მსვლელობის დროს აღდამის რაიონის სოფელ ჩალან-ტეპეში. ეს ექსპონატები, მუზეუმს საჩუქრად გადასცა მეცნიერ სელექციონერმა, აკადემიკოსმა იმამ მუსტაფაევმა, რომელმაც სელექციის საშუალებით შექმნა ხორბლის რამდენიმე ჯიში. იგივე ყულიევის მოთხრობით, ერთხელ მუზეუმში მოვიდა სოფელ აღდამლის მკვიდრი ოთხმოცი წლის მოხუცი ისმაილ კაფარ ოღლი მამედოვი. მან მუზეუმს გადასცა ორი ძველი XVII საუკუნის კირ-კირე (ხელის წისქვილი). მისი თქმით, იმისთვის, რომ ხალხს სცოდნოდა თუ რა რთულად მოიპოვებოდა ადრე პური. მუზეუმში ასევე ინახებოდა ბლოკადური ლენინგრადის დროინდელი პური, რომელიც მოიტანა ქალმა — მცხობელმა გალინა კანაევამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Vüqar Tofiqli. Agdam Çörək Muzeyi:Dünəni, bugünü və sabahı. — Баку: Adiloglu, 2011. — ISBN 9789952251302.
  • Р. Абдуллаев. Музей хлеба: [Агдам] // Гудок. — 28 января 1986.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]