პურის ბზუალა (ლათ.Zabrus tenebrioides) — მწერიბზუალა ხოჭოებისოჯახისა. აზიანებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, ნაკლებად — სიმინდსა და შვრიას. ზიანი მოაქვს მეტწილად მატლს, რომელიც იკვებება საშემოდგომო პურეულის ფოთლებით 3-4 კვირის განმავლობაში. დაზიანებული ფოთლები ძაფებად იშლება, ხმება და მცენარე მთლიანად იღუპება. ხოჭოებით დაზიანება კი ძირითადად რძის სიმწიფეში ჩნდება, როცა ისინი მარცვლით იკვებებიან.[2] პურის ბზუალას ქვესახეობა, ამიერკავკასიის პურის ბზუალა, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული,[3] ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია. მავნებლის მასობრივი გამრავლების ძირითადი მიზეზია ერთი და იმავე ნაკვეთზე პურეული კულტურების თესვა და სარეველებთან ბრძოლის ცუდი ორგანიზაცია, რადგან მავნებლის დამატებით საკვებს სწორედ სარეველები (ჭანგა და სხვ.) წარმოადგენენ.[2][4]
ბრძოლის ღონისძიებები: სწორი თესლბრუნვა, რათა წინამორბედი იყოს ისეთი კულტურა, რომელიც არ ზიანდება პურის ბზუალათი (მზესუმზირა, ჭარხალი, საკვები ბალახები და სხვ.), დასათესად შეწამლული თესლის გამოყენება.[2][4]