პუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პუმი
წარმოშობის ქვეყანა უნგრეთი
თვისებები
წონა 10-15 კგ.
სიმაღლე 33-48 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პუმი (უნგრ. Pumi) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში XIX საუკუნეში.

ეს ჯიში პულისა და გერმანული შპიცის შეჯვარების შედეგად გაჩნდა. პირველად მისი სახელწოდება ნახსენებია 1815 წელს, თუმცა დამოუკიდებელ ჯიშად მხოლოდ 1920 წელს აღიარეს. ამ ძაღლის დანიშნულება იყო გაბნეული ნახირის შეგროვება. უნგრეთი - სხვადასხვა მეცხვარე ძაღლის სამშობლოა. პუმი მათ შორის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ჯიშია, შესაძლოა ეს გამოწვეულია მისი უბრალო შესახედაობით. პუმი ძალიან ტემპერამენტიანი და ყურადღებიანია. ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს - მწყემსავს ნახირს, აფრთხობს ნადირს და დარაჯობს ფერმას. ეს შესანიშნავი ძაღლი არ ერიდება მთელი ხმით ყეფას. პუმი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, თუმცა უნგრეთის საზღვრებს გარეთ მისი რაოდენობა დიდი არ არის.

პუმის დამახასიათებელი ნიშანია წაგრძელებული დრუნჩი. აქვს ღრმა მკერდი, საშუალო სიგრძის ბალანი, ძლიერი თათები და მუქი თვალები. დაცქვეტილი, V-ფორმის ყურები ბალნითაა დაფარული. პუმი კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს. ადვილად ეგუება სხვა ძაღლებს. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პუმი&oldid=3248845“-დან