პულკოვოს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პულკოვოს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

აღდგენილი ეკლესია 2014 წელს

პულკოვოს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
პულკოვოს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°45′54″ ჩ. გ. 30°21′10″ ა. გ. / 59.76500° ჩ. გ. 30.35278° ა. გ. / 59.76500; 30.35278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, შუშარი
სასულიერო სტატუსი აღადგინეს სხვა ადგილზე
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 2011-2016

პულკოვოს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Смоленской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 2011-2016 წლებში. ძველი შენობა განთავსებული იყო სოფელ პულკოვოში და დაანგრიეს დიდი სამამულო ომის დროს 1943 წელს.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი პირველად მოხსენიებულია 1500 წელს. აღწერის წიგნის მონაცემებით აქ მდებარეობდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია, რომელიც განადგურებულა XVII საუკუნეში, შვედების მმართველობის პერიოდში.

1749 წლის 25 ოქტომბერს სლობოდა ბოლშოე-პულკოვოში მთავარეპისკოპოსმა თეოდოსი იანკოვსკიმ აკურთხა ხის ეკლესია. 1755-1757 წლებში ტაძარი განაახლეს ხანძრის შემდეგ და აკურთხეს 1757 წლის 8 აგვისტოს. კურთხევის ცერემონია შეასრულა ეპისკოპოსმა სილვესტერ კულიაბკომ. ახალ ტაძარში გადაიტანეს ხატების ნაწილი და კანკელი ზეციური სასწაულის ეკლესიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერიდან. ტაძარი დაშალეს 1793 წელს.

ახალი ტაძრის აშენების შესახებ გადაწყვეტილება დაიბადა, სავარაუდოდ, 1782 წელს. 1783 წლის 10 ივნისს იმპერატორმა ეკატერინე II-მ გამოყო მიწის ნაკვეთი ახალი ტაძრის ასაშენებლად, 11 ივნისს კი აკურთხეს ტაძრის მშენებლობა.

ტაძარი ააგეს არქიტექტორ ჯაკომო კვარნეგის პროექტის მიხედვითა და ხაზინის ფინანსებით, რომელიც გამოჰყო იმპერატორმა.

ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს 1785 წელს. 1831 წელს ეკლესიის გალავანთან ააშენეს ქვის სამრეკლო. 1908 წელს ტაძარში მიმდინარეობდა რემონტი.

საბჭოთა პერიოდში ტაძარი დახურეს 1938 წელს. სამრეკლოც და ტაძრის შენობაც საფუძვლამდე დაანგრიეს დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა არმიის კონტრშეტევის დროს.

2009 წელს ტაძრის ფუნდამენტზე დაამონტაჟეს ხის ჯვარი. 2011 წლის 10 აგვისტოს ტაძრის ადგილზე პირველად აღევლინა ლოცვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]