პუკიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პუკიოსის შესასვლელი

პუკიოსი (ესპ. Puquios; მოდმინარეობს კეჩუას სიტყვიდან და ნიშნავს წყაროს) — აკვედუკების ძველი სისტემა პერუში, ქალაქ ნასკას სიახლოვეს. 36 პუკიოსიდან ზოგი დღემდე ფუნქციონირებს[1] და არიდულ უდაბნოს წყლით ამარაგებს. პუკიოსები რუკაზე სრულად დატანილი არაა და ჯოგიერთი მათგანი კი ჯერ არც გათხრილა.[2]

აკვედუკების აშენების თარიღთან დაკავშირებით მეცნიერებს შორის კამათი მიმდინარეობს. ბევრ მკვლევარს მიაჩნია, რომ ისინი კოლუმბამდელ ხანაში, ახ. წ. 540 წელს, ხანგრძლივი გვალვების საპასუხოდ აშენდა. ამ საკითხთან მიმართებაში, როგორც ესპანეთის იმპერიის შემდგომი, ისე წინა პერიოდის წყაროების ნაკლებობაა. პირველი ჩანაწერები მათი არსებობის შესახებ 1605 თარიღდება და რეხინალდო დე ლისარაგას ეკუთვნის, რომლის წყალობითაც ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ისინი შესაძლოა ესპანელებმა ააშენეს.[3] მიუხედავად ამისა, არ არსებობს არანაირი ტექსტი, რომელიც აღნიშნული ობიექტების აშენებას ესპანელებს მიაწერს.[4]

თავიანთ წიგნში „ირიგაცია და საზოგადოება პერუს უდაბნოში“, კატერინა შრაიბერი და ხოსე ლანჩო როხასი იკვლევენ პუკიოსებს და მიდიან დასკვნამდე, რომ ისინი ესპანელებამდელი ცივილიზაციის მიერაა აშენებული.

კავშირი ნასკას ხაზებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საწინააღმდეგო მოსაზრებას ავითარებს მეცნიერი დეივიდ ჯონსონი; მას მიაჩნია, რომ ნასკას ხაზებით გამოსახულია იმ წყალშემცველი ფენების რუკები და ისრები, რომლებითაც პუკიოსების სისტემა მარაგდებოდა.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Proulx 1999, p. 6.
  2. Barnes 1992, p. 111.
  3. Proulx 1999, p. 7.
  4. Proulx 1999, p. 8.
  5. Johnson