პუერტო-ლა-კრუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პუერტო ლა კრუსი)
ქალაქი
პუერტო-ლა-კრუსი
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
კოორდინატები 10°13′00″ ჩ. გ. 64°37′00″ დ. გ. / 10.21667° ჩ. გ. 64.61667° დ. გ. / 10.21667; -64.61667
დაარსდა 1862
ფართობი 244 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
მოსახლეობა 306 261 (2013)[1]
სატელეფონო კოდი 281
საფოსტო ინდექსი 6023
პუერტო-ლა-კრუსი — ვენესუელა
პუერტო-ლა-კრუსი

პუერტო-ლა-კრუსი (ესპ. Puerto la Cruz) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ვენესუელაში. ანსოატეგის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ პუერტო-ლა-კრუსის მოსახლეობა შეადგენდა 306,261 კაცს.

მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 64 მეტრიდან 767 მეტრამდე. ტემპერატურის ტიპური მაჩვენებელი შეადგენს 25–28°C.

თავდაპირველად მის ტერიტორიაზე დასახლებული იყვნენ ინდოელი მეთევზეები. დროდადრო ყოფილი მეთევზეთა სოფელი გადაიქცა საპორტო ქალაქად. 1930-იანი წლებიდან განვითარდა ნავთობის წარმოება.

ქალაქმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო ზრდის პროცესში — ბარსელონა-გუანტა-პუერტო-ლა-კრუსი. ქალაქიდან უმთავრესად გააქვთ ნავთობი. განვითარებულია ნავთობგადამუშავება და კვების მრეწველობა. ასევე განვითარებულია ტურიზმი. სანაპირო წყლები მეტწილად დაბინძურებულია.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Instituto Nacional de Estadística — 1871.
  2. Sister City International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-31. ციტირების თარიღი: 2011-10-08.