პუერტო-აიაკუჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პუერტო აიაკუჩო)
ქალაქი
პუერტო-აიაკუჩო
Puerto Ayacucho
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ამასონასი
კოორდინატები 5°40′00″ ჩ. გ. 67°38′00″ დ. გ. / 5.66667° ჩ. გ. 67.63333° დ. გ. / 5.66667; -67.63333
დაარსდა 1924
ფართობი 727.85 კმ²
ცენტრის სიმაღლე 74
მოსახლეობა 80.000 კაცი (2005)
სატელეფონო კოდი 0521
საფოსტო ინდექსი 7101
ოფიციალური საიტი atures-amazonas.gob.ve
პუერტო-აიაკუჩო — ვენესუელა
პუერტო-აიაკუჩო

პუერტო-აიაკუჩო (ესპ. Puerto Ayacucho) — ქალაქი სამხრეთ ვენესუელაში, ამასონასის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ორინოკოს ჭორომიან ნაპირებზე, რის გამოც მდინარეზე შეფერხებულია ნაოსნობა. წარმოადგენს სავაჭრო ცენტრს. უმთავრესად აწარმოებენ რეზინს და ბალატას.

2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 80.000 კაცს. ქალაქის განაშენიანება დაიწყო 1924 წელს. პუერტო-აიაკუჩო ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებულია ორი გზით, რომლის მეშვეობით უკავშირდება ორინოკო-კაიკარას და სან-ფერნანდო-დე-აპურეს. საჰაერო მიმოსვლით უკავშირდება ქალაქ მაიკეტიას.

1970 წლამდე პუერტო-აიაკუჩო მიუწვდომელი იყო საავტომობილო გზით, შემდეგ გაშენდა გზა ბოლივარის შტატიდან, რის შემდეგ დაიწყო ქალაქის სწრაფი ზრდა. ჰავა ეკვატორულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 26,8 °C-ს. ნალექების რაოდენობა წელიწადში 2260 მმ. ქალაქში არის მეტეოსადგური. პორტს თანადროულ დროში მნიშვნელობა დაეკარგა. განვითარებულია ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]