პუერტო-ბაკერისო-მორენო (ეკვადორი)
| ქალაქი | |
|---|---|
|
პუერტო-ბაკერისო-მორენო Puerto Baquerizo Moreno | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | გალაპაგოსის პროვინცია |
| კანტონი | სან-კრისტობალის კანტონი |
| კოორდინატები | 0°54′09″ ს. გ. 89°36′33″ დ. გ. / 0.90250° ს. გ. 89.60917° დ. გ. |
| მერი | პედრო საპატა |
| ფართობი | 2,75 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 6 მ |
| მოსახლეობა | 7 290[1] კაცი (2022) |
| სიმჭიდროვე | 2 700 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC−6 |
| სატელეფონო კოდი | 593 4 |
| საფოსტო ინდექსი | EC200150 |
| ოფიციალური საიტი | http://www.sancristobalgalapagos.gob.ec |
პუერტო-ბაკერისო-მორენო (ესპ. Puerto Baquerizo Moreno) — ქალაქი ეკვადორში, გალაპაგოსის პროვნიციაში, სან-კრისტობალის კანტონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სან კრისტობალის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სერო-დე-ლას-ტიხერეტასის მთის ჩრდილო-დასავლეთით 1,6 კმ-ში. სერო-სან-ხოაკინი, მთა, რომლის ფერდობზეცაა ქალაქი მოთავსებული, სან-კრისტობალის უმაღლესი მწვერვალია და ზღვის დონიდან 896 მეტრს აღწევს.[2]
პუერტო-ბაკერისო-მორენო გალაპაგოსის ყველაზე ძველი დასახლებაა. ქალაქის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი 1830-იან ან 1840-იან წლებში დააარსა გენერალ ხოსე დე ვილამილმა. სახელი დაერქვა 1916 წელს, ალფრედო ბაკერისოს საპატივსაცემოდ. იგი იყო ეკვადორის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ქალაქს ეწვია.[3]
ქალაქი ძირითადად თევზაობით საზრდოობს. ქალაქში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და, სავარაუდოდ, მომავალში ტურიზმი ქალაქის წამყვანი დარგი გახდება.[4] [5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Citypopulation.de Population and area of Puerto Baquerizo Moreno
- ↑ Puerto Baquerizo Moreno. ecuadorbeaches.org. ციტირების თარიღი: 9 June 2015
- ↑ (1 January 2004) Prostar Sailing Directions 2004 West Coast of South America Enroute. ProStar Publications, გვ. 5–. ISBN 978-1-57785-551-4.
- ↑ Denkinger, Judith; Vinueza, Luis (24 January 2014). The Galapagos Marine Reserve: A Dynamic Social-Ecological System. Springer Science & Business Media. ISBN 978-3-319-02769-2.
- ↑ Lopez, Barry (14 September 2011). About This Life: Journeys on the Threshold of Memory. Knopf Doubleday Publishing Group. ISBN 978-0-307-80650-5.