პუელოს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუელოს ტბა
Lago Puelo
კოორდინატები: 42°10′ ს. გ. 71°38′ დ. გ. / 42.167° ს. გ. 71.633° დ. გ. / -42.167; -71.633
მდებარეობა ჩუბუტის პროვინცია (არგენტინა)
სიმაღლე ზღვის დონიდან 150 
ფართობი 44 კმ²
საშუალო სიღრმე 111 
მაქსიმალური სიღრმე 180 
აუზის ფართობი 3 040 კმ²
გამომდინარე მდინარე მდინარე პუელო
პუელოს ტბა — არგენტინა
პუელოს ტბა

პუელოს ტბა (ესპ. Lago Puelo) — ტბა არგენტინის პატაგონიაში, ჩუბუტის პროვინციაში. იკვებება მდინარისა და მყინვარის წყლით.

ტბა მდებარეობს პუელოს ტბის ეროვნულ პარკში. გარს აკრავს ტყეები. მიეკუთვნება წყნარი ოკეანის აუზს, რადგან ამ ტბიდან სათავეს იღებს მდინარე პუელო, რომელიც შემდეგ ჩილეში გაედინება.

სახელი პუელო მომდინარეობს მაპუჩეს ხალხის ენიდან puel-có და ნიშნავს აღმოსავლეთის წყალს.

ტბას ყოველწლიურად 20.000 მნახველი ჰყავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]