პუბლიუს დეციუს მუსი III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პუბლის დეციუს მუსი (ლათ. Publius Decius Mus) - რომის კონსული ძვ. წ. 279 წელს და მხედართმთავარი. იბრძოლა პიროსის წინააღმდეგ. სავარაუდოდ პუბლიუს დეციუს მუსის ვაჟი.

პუბლიუს დეციუსი მონაწილეობას იღებდა პიროსის წინააღმდეგ ომში. იგი ხელმძღვანელობდა რომაელებს ასკულანუმთან ბრძოლაში. ბრძოლაში, ღირსელი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად რომაელები დამარცხდნენ. პიროსს კი გამარჯვების მიუხედავად ისეთი დანაკარგები ჰქონდა, რომ მან თავისი ცნობილი ფრაზა თქვა: ”კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და დავიღუპე”.

ზოგი ვერსიის თანახმად დეციუსი ბრძოლის ველზე დაიღუპა, თუმცა ეს დანამდვილებით არაა ცნობილი.