პუანტი
იერსახე
პუანტი (ფრანგ. Pointes - წვერი, წვეტი), პუანტებზე ცეკვა, ცეკვა ფეხის წვერებზე (ფეხის დაჭიმული ზურგით). პუანტი ქალთა კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. მის შესასრულებლად საჭიროა განსაკუთრებული მაგარცხვირიანი ფეხსაცმელი. გავრცელებული რომანტიკულ ბალეტში, როგორც მხატვრული გამომსახველობის ხერხი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 225.