შინაარსზე გადასვლა

პრშეროვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პრშეროვი
Přerov
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე ოლომოუცი
შიდა დაყოფა Lověšice[1] , Předmostí[1] , Přerov I-Město[1] , Kozlovice[1] , Lýsky[1] , Dluhonice[1] , Čekyně[1] , Henčlov[1] , Újezdec[1] , Penčice[1] , Žeravice[1] , Vinary[1] და Popovice[1]
კოორდინატები 49°27′20″ ჩ. გ. 17°27′04″ ა. გ. / 49.45556° ჩ. გ. 17.45111° ა. გ. / 49.45556; 17.45111
მმართველი Petr Vrána[2]
დაარსდა 1141
პირველი ხსენება 1141
ფართობი 58,50 კმ²
ცენტრის სიმაღლე 210
მოსახლეობა 47 373 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 810 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 750 02
საავტომობილო კოდი PR
ოფიციალური საიტი prerov.eu
პრშეროვი — ჩეხეთის რესპუბლიკა
პრშეროვი

პრშეროვი (ჩეხ. Přerov) — ქალაქი ჩეხეთში, ოლომოუცის მხარეში, მდინარე ბეჩვაზე. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 47 373 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გაშენებულია ოლომოუციდან დაახლოებით 22 კმ-ით სამხრეთით. წარსულში, მორავიის შუაგულში მდებარე ეს ქალაქი ერთ-ერთი უმთავრესი გზაჯვარედინი იყო.

წერილობით წყაროებში პრშეროვი პირველად 1141 წელს იხსენიება. 1256 წელს „სამეფო ქალაქის“ სტატუსი მიიღო. ოცდაათწლიანი ომის მიმდინარეობისას, ქალაქი დაინგრა და დასუსტდა. 1839 წელს აიგო ვენა-ბრნოს რკინიგზა, რომელმაც პრშეროვი ავსტრიის იმპერიის დედაქალაქს დააკავშირა და ქალაქის თანდათან გამოცოცხლება განაპირობა. 1945 წლის ივნისში, ქალაქში ტრაგედია დატრიალდა, რომელიც „პრშეროვის სროლის“ სახელითაა ცნობილი. პრშეროვში დაიბადნენ კომპოზიტორი და პიანისტი გიდეონ კლაინი და ცნობილი ჰოკეისტი — მილოშ რჟიგა.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. DeníkVltava Labe Media, 2022.