პრუტის ლაშქრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრუტის ლაშქრობის რუკა.

პრუტის ლაშქრობა (რუს. Прутский поход) — რუსეთის ჯარების ოპერაცია რუსეთ-ოსმალეთის 1710-1713 წლების ომის დროს. გაიმართა 1711 წელს. პოლტავის ბრძოლაში შვედების დამარცხების შემდეგ კარლ XII-მ ავსტრიისა და საფრანგეთის დიპლომატიის დახმარებით შეძლო თურქთა ჩათრევა რუსეთთან ომში (1710 წლის 20 ნოემბერი). რუსეთის არმია პეტრე I-ის სარდლობით ჩავიდა ქალაქ იასიში ოსმალეთის არმია და ყირიმელთა ცხენოსანი ჯარი პეტრე I-ს შეხვდნენ მდინარე პრუტზე და 9 ივლისს ალყა შემოარტყეს. 12 ივლისს დაიდო ზავი. რუსეთის ჯარმა მიიღო თავისუფალი წასვლის უფლება. თურქებმა დაიბრუნეს აზოვი, ტაგანროგი. რუსეთმა დაკარგა შავ ზღვაზე ვაჭრობის უფლება. საომარი მდგომარეობა 1713 წლამდე გაგრძელდა, რადგან სულთანი არ დათანხმდა ამ პირობებს. 1713 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება დაიდო 1711 წლის ხელშეკრულების საფუძველზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]