პრჟიბორი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
პრჟიბორი Příbor | |||||
|
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | მორავია-სილეზიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Hájov[1] , Prchalov[1] და Příbor | ||||
| კოორდინატები | 49°38′27″ ჩ. გ. 18°08′42″ ა. გ. / 49.64083° ჩ. გ. 18.14500° ა. გ. | ||||
| მმართველი | იან მალიკი | ||||
| პირველი ხსენება | 1251 | ||||
| ფართობი | 22,15 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 278 მ | ||||
| ოფიციალური ენა | ჩეხური ენა | ||||
| მოსახლეობა | 8 298[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 375 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 742 58 | ||||
| საავტომობილო კოდი | T | ||||
| ოფიციალური საიტი | pribor.eu | ||||
პრჟიბორი (ჩეხ. Příbor) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის ნოვი-იიჩინის რაიონში მდებარეობს. ამ პატარა ქალაქში დაიბადა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ლეგენდარული ზიგმუნდ ფროიდი.
პრჟიბორი სამი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, თავად ქალაქის გარდა მის მუნიციპალიტეტში ერთიანდებიან ჰაიოვი და პრხალოვი.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქს მის ისტორიაში ორი განსხვავებული სახელწოდება ჰქონდა. ქალაქს გერმანული ფრაიბურგი ერქვა, რაც „თავისუფალ ციხესიმაგრეს“ ნიშნავს. დღევანდელი ჩეხური სახელწოდება კი სავარაუდოდ ფიჭვთან და ფიჭვნართან უნდა იყოს დაკავშირებული. მისი დღევანდელ ჩეხურ სიტყვა „პრჟიბორისთან“ მსგავსება კი მხოლოდ შემთხვევითობაა, ეს სიტყვა ჩეხურად დანა-ჩანგალს ნიშნავს.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრჟიბორი რაიონულ ცენტრ ნოვი-იჩინიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. მისი მუნიციპალური ტერიტორია მორავია-სილეზიის მთისწინეთშია გაშლილი. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე 370 მეტრია ზღვის დონიდან. პრჟიბორში მიედინება მდინარე ლუბინა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრჟიბორის გრაფმა ფრანკო ფონ ჰიუკესვაგენმა 1251 წელს დააარსა, ეს ფაქტი დადასტურებულია იმავე წლის ჩეხეთის მეფის ოტოკარ II-ის მიერ დაწერილ სიგელში. ამ ისტორიულ წყაროში ქალაქს ვრიბურხი ეწოდბა. ქალაქის მოედანი დაარსდა პოლონეთისკენ მიმავალ ძველ სავაჭრო გზაზე.[3]
ფრანკო ფონ ჰიუკესვაგენმა აქ ძლიერი ციხესიმაგრე ააშენა და მისი შთამომავლები ქალაქს 1359 წლამდე ფლობდნენ. ამ წელს პრჟიბორი ოლომოუცის ეპარქიის მფლობელობაში გადავიდა. ოლომოუცის ეპისკოპოსებს აქაურობა ძალიან მოსწონდათ, ქალაქი განსაკუთრებით უყვარდა ეპისკოპოს ფრანც ფონ დიტრიხშტაინს. მან პრჟიბორს არაერთი პრივილეგია უბოძა და ამით ქალაქი საკმაოდ განვითარდა.
ოცდაათწლიანი ომის დროს ქალაქი სამჯერ დაარბიეს. განსაკუთრებით განადგურდა შვედთა არმიის შემოსევისას 1643 წელს. პრჟიბორს რამდენიმე ათეული წელი დაჭირდა კვლავ აღსადგენად.
1694 წელს პიარისტთა ქრისტიანული ორდენის წარმომადგენლებმა პრჟიბორში გიმნაზია დააარსეს და განათლება ღარიბი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. სწორედ ამის გამო ქალაქი განათლების მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა. მათ აგრეთვე დააარსეს თეატრი და ბიბლიოთეკა. მორავიაში უძველესი ჩეხური სამოყვარულო თეატრი 1809 წელს პრჟიბორში დაარსდა.
1875 წლიდან 1938 წლამდე აქ ფუნქციონირებდა ჩეხეთის მასწავლებელთა ინსტიტუტი, სადაც განათლებისა თუ კულტურის მრავალი მნიშვნელოვანი პედაგოგი და ექსპერტი აღიზარდა.[3]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟიბორი რეგიონის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ისტორიული ცენტრში მდებარე მოედანი ისტორიული სახლებითაა გარშემორტყმული. ქალაქში ერთმანეთს ენაცვლება რენესანსისა და ბაროკოს სტილის არქიტექტურა.[4]
პიარისტთა მონასტერი აქ 1694 წელს აშენდა, დღეს მონასტრის შენობაში ქალაქის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და დაწყებითი სამხატვრო სკოლაა განთავსებული.[5]
ქალაქში ოთხი ეკლესიაა. ყველაზე მნიშვნელოვანია რომანულ-გოტიკური სტილის ღვთისმშობლის შობის სამრევლო ეკლესია. ეკლესია ქალაქთან ერთად დაარსდა, ამჟამინდელი აგურის შენობა XIV საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად ეს იყო საკმაოდ უხეში ნაგებობა, რომელსაც მოგვიანებით ბაროკოსა და რენესანსის ელემენტები დაემატა. ეკლესია როკოკოს ძვირფასი ავეჯითაა გაწყობილი.[6]
პრჟიბორში მდებარეობს ზიგმუნდ ფროიდის სახლმუზეუმი, სადაც მისი ცხოვრების ამსახველი ექსპონატებია გამოფენილი. მუზეუმი ფროიდი სახლშია მოწყობილი.[7]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იან სარკანდერი (1576–1620) - მღვდელი და წმინდანი
- ანტონინ კირილ სტოიანი (1851–1923) - ოლომუცის მთავარეპისკოპოსი
- ზიგმუნდ ფროიდი (1856–1939) - ნევროლოგი და ფსიქოანალიზის დამფუძნებელი
- ფილიპ პანაკი (დაიბადა 1995 წელს) - ფეხბურთელი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- 1 2 Historie města cs. Tourist Information Portal Příbor. ციტირების თარიღი: 2022-02-16
- ↑ Městská památková rezervace cs. Město Příbor. ციტირების თარიღი: 2022-02-16
- ↑ Historie kláštera cs. Tourist Information Portal Příbor. ციტირების თარიღი: 2022-02-16
- ↑ Farní kostel Narození Panny Marie cs. Město Příbor. ციტირების თარიღი: 2022-02-16
- ↑ Sigmund Freud Museum in Příbor. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-16