პროხორე (სამოცდაათთაგანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროხორე
დაიბადა I საუკუნე
იერუსალიმი
გარდაიცვალა I საუკუნე
ანტიოქია
ხსენების დღე 28 ივლისი
მოღვაწეობა დიაკვანი

პროხორე — I საუკუნის ქრისტიანი წმინდანი, ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, შვიდი წმინდა დიაკვნიდან ერთ-ერთი. ხსენიების დღეა 10 აგვისტო (ძველი სტილით 28 ივლისი).

ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]