პროტონული გამოსხივება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროტონული გამოსხივება — რადიოაქტიური დაშლის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც იშვიათად გვხვდება. ძირითადად ხდება ბეტა გამოსხივების შემდგომ, როდესაც პროტონი აგზნებულ მდგომარეობაშია. ამ დროს პროტონი ტოვებს ბირთვს, ხოლო მისი აჩქარება შესაძლებელია ხაზოვანი ამაჩქარებლით. ბეტა გამოსხივებას ძალზე იშვიათად მოჰყვება პროტონის ემისია.

1960 წელს მეცნიერმა ვიტალ გოლდანსკიმ პირველმა განიხილა ორმაგი პროტონული გამოსხივება, ხოლო შემდგომში ალექს ბროუნიც აწარმოებდა კვლევებს.[1] რკინა 45-ის იზოტოპი იშლება ქრომ 43-ად და ორ პროტონად. ორმაგი პროტონული გამოსხივება, პროტონულ გამოსხივებაზე, კიდევ უფრო იშვიათად ხდება. მსგავსი მოვლენა რკინა 45-ის შემთხვევაში 2002 წელსაც დაფიქსირდა.[2] დღეისთვის სულ დაფიქსირებულია 13 ორმაგი პროტონული ემისია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. B. A. Brown: Phys. Rev. C 43, S. 1513–17 (1991)
  2. M. Pfützner u. a., European Physical Journal A, Band 14, 2002, S. 279
  3. J. Magill, J. Galy: Radioactivity, Radionuclides, Radiation. 2005, ISBN 3-540-21116-0, S. 77–79, 168–169.