შინაარსზე გადასვლა

პროპაგანდა საბჭოთა კავშირში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამხანაგი ლენინი ასუფთავებს დედამიწას
პოლონოფობია, საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი, 1920 წ.
სიბინძურისგან, შესრულებულია ვიქტორ დენის მიერ. 1920 წლის ნოემბერი

პროპაგანდა საბჭოთა კავშირში — სახელმწიფოს მიერ მიმართული კომუნიკაციის პრაქტიკა, რომელიც ემსახურებოდა კლასობრივ კონფლიქტებს, პროლეტარული ინტერნაციონალიზმს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მიზნების და თავად პარტიის მიზნებს.

საბჭოთა ცენზურის მთავარი ორგანო, გლავლიტი, გამოიყენებოდა არა მხოლოდ ნებისმიერი არასასურველი ბეჭდური მასალის აღმოსაფხვრელად, არამედ ყველა გამოქვეყნებულ პუნქტზე სწორი იდეოლოგიური სპინინგის უზრუნველსაყოფად.[1] იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, სადამსჯელო ზომები შეიცვალა. ახალი სადამსჯელო კოდექსი მოიცავდა, ციხეს, სამუშაოს ჩამორთმევას და მოქალაქეობის დაკარგვას.

პროპაგანდის თეორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიკოს პიტერ კენესის აზრით, რუს სოციალისტებს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ მასობრივი დარწმუნების ტექნიკის თეორიულ განხილვაში. ბოლშევიკებს საკმარისი შემართებით არასოდეს ეძებდნენ და ვერც იპოვეს მზაკვრული მეთოდები ადამიანთა გონებაზე ზემოქმედებისთვის, მათი ტვინების გამორეცხვისთვის. კენეზი ამბობდა, რომ ინტერესის ნაკლებობა პროპაგანდის ცნებას მოჰყვა, ისინი პროპაგანდას განათლების ნაწილად თვლიდნენ. საბჭოთა კავშირში პროპაგანდა ყველაზე ნაკლებად გამოიყენეს ზუსტად იმ მიზნებისთვის, რომელ მიზნებშიც ამერიკელები იყენებდნენ, ისინი ფიქრობდნენ რომ ფსიქოლოგიურ წნეხს გამოიყენებდნენ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, პოლიტიკური პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდნენ ადამიანების ქცევის კონტროლს.

მედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლები და ახალგაზრდული ორგანიზაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პროპაგანდის მნიშვნელოვანი მიზანი იყო ახალი საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბება. სკოლები და კომუნისტური ახალგაზრდული ორგანიზაციები, როგორიცაა ახალგაზრდა პიონერები და კომკავშირი ემსახურებოდნენ ბავშვების „წვრილბურჟუაზიული“ ოჯახიდან ჩამოშორებას და მომავალი თაობის კოლექტიური ცხოვრების წესის სწავლებას. ცალსახად უარყოფილი იყო მოსაზრება, რომ ბავშვების აღზრდა მათი მშობლების საზრუნავი იყო.[2] სკოლის ერთ-ერთმა თეორეტიკოსმა თქვა: ახალგაზრდები კომუნისტების თაობად უნდა ვაქციოთ. ბავშვები, როგორც რბილი ცვილი, ძალიან ელასტიურები არიან და ისინი კარგ კომუნისტებად უნდა ჩამოვაყალიბოთ, ბავშვები ოჯახის მავნე ზემოქმედებისგან უნდა გადავარჩინოთ, ეს მათი ნაციონალიზაციაა. მათი ცხოვრების პირველივე დღეებიდან ისინი უნდა აღმოჩნდნენ კომუნისტური სკოლების კეთილგანწყობილი გავლენის ქვეშ. დაავალდებულონ დედა, რომ შვილი საბჭოთა სახელმწიფოს მიუძღვნას, ეს ჩვენი ამოცანაა.[3]

რუსეთის რევოლუციის შემდეგ დაბადებულებს ცალსახად უთხრეს, რომ მათ უნდა აეშენებინათ ძმობისა და სამართლიანობის უტოპია და არ უნდა დაემსგავსებოდნენ თავიანთ მშობლებს, არამედ მთლიანად საბჭოთა ადამიანს.[4] ყველა სკოლაში დაარსდა ლენინის კუთხეები, პოლიტიკური სალოცავები საბჭოთა სახელმწიფოს ღმერთივით დამაარსებლის შესახებ პროპაგანდის საჩვენებლად.[5] სკოლები ატარებდნენ მსვლელობებს, მღეროდნენ სიმღერებს საბჭოთა კავშირის განდიდების შესახებ და წარმოთქვამდნენ საბჭოთა ხელმძღვანელობის ერთგულების აღთქმას. ერთ-ერთი მიზანი იყო ბავშვებში ჩაენერგათ იდეა, რომ ისინი მონაწილეობენ მსოფლიო რევოლუციაში, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი ოჯახური კავშირი. პავლიკ მოროზოვი, რომელმაც დაგმო მამამისი საიდუმლო პოლიციის NKVD-ში, დააწინაურეს და აღიარეს დიდ პოზიტიურ მაგალითად, მიუხედავად მისი საქციელებისა.[6]

ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა მასწავლებლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ურყევი, მარქსისტულ-ლენინური შეხედულებების დანერგვაზე.[7] ყველა მასწავლებელს მიდრეკილება ჰქონდა მკაცრად დაეცვა ზევით დამტკიცებული ბავშვების განათლების გეგმა უსაფრთხოების მიზნით, რასაც შეიძლება გამოეწვია სერიოზული პრობლემები სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით. მსგავსი მოვლენები იკვე ენახა საბჭოთა კავშირს, რაც ნამდვილად არ შედიოდა მათ გეგმებში.[8] სოციალურად უცხო ელემენტების ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ძალადობის ან გაძევების სამიზნეები კლასობრივი ბრძოლის შედეგად.[9] რეჟიმის დასაწყისში ბევრი მასწავლებელი იყო ჩართული საბჭოთა გეგმებში წერა-კითხვისა და ციფრული ცოდნისადმი გატაცების გამო, რომელთა გავრცელებასაც საბჭოთა კავშირი ცდილობდა.[10]

ახალგაზრდა პიონერები მნიშვნელოვანი ობიექტები იყვნენ ბავშვების ინდოქტრინაციაში.[11] მათ ასწავლიდნენ სიმართლეს, უკომპრომისობას და სოციალიზმის მტრებთან ბრძოლას.[12] 1930-იანი წლებისთვის ეს ინდოქტრინაცია მთლიანად დომინირებდა ახალგაზრდა პიონერებზე.[13]

პოსტერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეტი რომ გვქონდეს, მეტი უნდა ვაწარმოოთ. მეტი რომ ვაწარმოოთ, მეტი უნდა ვიცოდეთ.

ადრეულ დღეებში ფართოდ გამოიყენებოდა კედლის პოსტერები, რომლებიც ხშირად ასახავდნენ წითელი არმიის ტრიუმფებს გაუნათლებელთა დასანახად.[14] 1920-იანი წლების განმავლობაში ეს ასე გრძელდებოდა.[15]

ეს ასე ხდებოდა მეორე მსოფლიო ომშიც, ჯერ კიდევ ნაკლებად წიგნიერების მოსატყუებლად, რომლებიც მარტივი დიზაინით მზადდებოდა და ზედმეტად გაზვიადებული იყო.[16]

გაზეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს, მიწისქვეშა მოძრაობებიდან გამოსული, საბჭოთა კავშირი მოემზადა პრავდას გამოცემის დასაწყებად.[17]

პირველი კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირმა მიიღო ძალაუფლების აღების შესახებ, იყო გაზეთების ჩახშობა, რომლებიც მათ ეწინააღმდეგებოდნენ.[18] ეს უნდა გამქრალიყო და შეცვლილიყო უფრო მსუბუქი კონტექსტის შემცველობის გაზეთებით,[19] მაგრამ 1918 წლისთვის ლენინმა გაანადგურა დამოუკიდებელი პრესა, მათ შორის XVIII საუკუნის ჟურნალებიც.[20]

1930 წლიდან 1941 წლამდე, ისევე როგორც 1949 წელს, გავრცელდა პროპაგანდისტული ჟურნალი, სსრკ მშენებლობაში. იგი გამოიცა რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და 1938 წლიდან ესპანურ ენებზე. ჟურნალის თვითგამოცხადებული დანიშნულება იყო ფოტოგრაფიაში ასახულიყო სსრკ-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მთელი მასშტაბი და მრავალფეროვნება.[21] საკითხები ძირითადად მიმართული იყო საერთაშორისო აუდიტორიისთვის, განსაკუთრებით დასავლელი მემარცხენე ინტელექტუალებისა და ბიზნესმენებისთვის. ჟურნალი საკმაოდ პოპულარული იყო მისი თავდაპირველი გამოცემების პერიოდში, აბონენტებით, როგორიცაა ჯორჯ ბერნარდ შოუ, ჰერბერტ უელსი, ჯონ გოლზუორთი და რომენ როლანი.[21]

წერა-კითხვის უცოდინარობა სერიოზულ საფრთხედ იყო მიჩნეული, ეს აცილებდა წერა-კითხვის უცოდინარებს პოლიტიკური დისკუსიიდან.[22] ნაწილობრივ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჟურნალები რომლებიც პარტიებს აკრიტიკებდნენ და სიმართლეს წერდნენ ხალხის ყურამდე ვერ მიდიოდა.[23]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dolitsky, Alexander. (2021-08-01) Alexander Dolitsky: Remembering the Soviet psychological documentary film 'I and Others' that I took part in en-US. ციტირების თარიღი: 2022-11-01
  2. Richard Pipes, Russia Under the Bolshevik Regime, p315, ISBN 978-0-394-50242-7
  3. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 365 ISBN 0-300-08480-3
  4. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 143 ISBN 0-300-08480-3
  5. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 365 ISBN 0-300-08480-3
  6. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 365 ISBN 0-300-08480-3
  7. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 143 ISBN 0-300-08480-3
  8. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 365 ISBN 0-300-08480-3
  9. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 406 ISBN 0-300-08480-3
  10. Robert Service, A History of Modern Russia, from Nicholas II to Putin p. 94 ISBN 0-674-01801-X
  11. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 374 ISBN 0-300-08480-3
  12. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 378 ISBN 0-300-08480-3
  13. Lewis Stegelbaum and Andrei Sokolov, Stalinism As A Way Of Life, p. 379 ISBN 0-300-08480-3
  14. Anthony Rhodes, Propaganda: The art of persuasion: World War II, p212 1976, Chelsea House Publishers, New York
  15. Robert Service, A History of Modern Russia, from Nicholas II to Putin p 140 ISBN 0-674-01801-X
  16. Anthony Rhodes, Propaganda: The art of persuasion: World War II, p218-9 1976, Chelsea House Publishers, New York
  17. Roy Medvedev, Let History Judgep41 ISBN 0-231-06350-4
  18. Richard Pipes, Russia Under the Bolshevik Regime, p292, ISBN 978-0-394-50242-7
  19. Richard Pipes, Russia Under the Bolshevik Regime, p292-3, ISBN 978-0-394-50242-7
  20. Richard Pipes, Russia Under the Bolshevik Regime, p294, ISBN 978-0-394-50242-7
  21. 21.0 21.1 Introduction | USSR in Construction. ციტირების თარიღი: 14 November 2022
  22. Gail Warshofsky Lapidus, Women in Soviet Society: Equality, Development, and Social Change (University of California Press, 1978), p 64.
  23. Gail Warshofsky Lapidus, Women in Soviet Society: Equality, Development, and Social Change (University of California Press, 1978), p 65.