პროლემაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროლემაფქართული მხატვრულ-ლიტერატურული ყოველკვირეული ჟურნალი, საქართველოს „პროლეტარული მწერლობის ახალი ფრონტის“ ორგანო. გამოდიოდა თბილისში 1925 წლის მარტიდან 5 აპრილამდე; სახელგამის ბაზაზე. გამოიცა 4 ნომერი. „პროლემაფმა“ ბრძოლა გამოუცხადა ფორმალიზმს ლიტერატურაში. ჟურნალის მიზანი იყო რევოლუციური იდეოლოგიურ მონაპოვართა დაცვა. „პროლემაფში“ ბეჭდავდნენ ნაწარმოებებს კ. კალაძე, კ. ლორთქიფანიძე, ბ. ბუაჩიძე, ვ. ბესოშვილი, ჟ. მდივანი, თ. ჩქარეული, დ. რონდელი, შ. რადიანი, პ. ქიქოძე; ე.ზედგინიძე (პოლუმორდვინოვი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]