პროგრამისტების დღე
პროგრამისტების დღე, ასევე ცნობილი როგორც პროგრამისტთა დღე — საერთაშორისო პროფესიული დღე, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 256-ე (თექვსმეტობით სისტემაში 100-ე, ან 28-ე) დღეს (13 სექტემბერს ჩვეულებრივ წლებში და 12 სექტემბერს ნაკიან წლებში).
რიცხვი 256 (28) შეირჩა იმიტომ, რომ ეს არის განსხვავებული მნიშვნელობების რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთი ბაიტით — მნიშვნელობა, რომელიც კარგად არის ცნობილი პროგრამისტებისთვის. 256 ასევე არის ორის უმაღლესი ხარისხი, რომელიც ნაკლებია 365-ზე, ანუ დღეების რაოდენობაზე ჩვეულებრივ წელიწადში.
ოფიციალური აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეს კონკრეტული დღე შემოთავაზებული იყო ვალენტინ ბალტისა და მიხაილ ჩერვიაკოვის (ცნობილი როგორც htonus) მიერ, რომლებიც იყვნენ „Parallel Technologies“-ის (პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია) თანამშრომლები. ჯერ კიდევ 2002 წელს, მათ სცადეს ხელმოწერების შეგროვება პეტიციისთვის რუსეთის მთავრობისადმი, რათა ეს დღე ოფიციალურად ეღიარებინათ პროგრამისტის დღედ.[1]
2009 წლის 24 ივლისს, რუსეთის კომუნიკაციებისა და მასმედიის სამინისტრომ გამოსცა აღმასრულებელი ბრძანების პროექტი ახალი პროფესიული დღესასწაულის, პროგრამისტის დღის შესახებ.[2][3]
2009 წლის 11 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას.[4][5]
ჩინეთში პროგრამისტთა დღე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩინეთში პროგრამისტთა დღეს განსხვავებული თარიღით ღნიშნავენ. ჩინეთში პროგრამისტის დღე აღინიშნება 24 ოქტომბერს,[6] რაც უკვე მრავალი წელია დამკვიდრებულია.[7] ეს თარიღი შეირჩა იმიტომ, რომ მისი ჩაწერა ასევე შესაძლებელია როგორც 1024, რაც უდრის 2¹⁰-ს და შეესაბამება Ki ბინარულ პრეფიქსს. ეს ასევე არის მუდმივი თარიღი, მიუხედავად იმისა, ნაკიანი წელია თუ არა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ «Праздник 256-го дня»
- ↑ «У программистов может появиться свой официальный праздник» დაარქივებული 2009-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Ъ-Новости - Российские программисты получат профессиональный праздник. Kommersant.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-30. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Dmitry Medvedev issued an executive order establishing a new professional holiday, the Day of the Programmer.. Kremlin.ru (2009-09-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-16. ციტატა: „Day of the Programmer will be celebrated on the 256th day of each year, that is on September 13 or 12 depending on whether the year is a leap year.“ ციტირების თარიღი: 2009-09-12.
- ↑ Президент России подписал указ об утверждении Дня программиста. ციტირების თარიღი: 2011-07-18
- ↑ 中国程序员节,10月24日,你同意吗?. ციტირების თარიღი: 2018-02-05.
- ↑ 中國將10月24日 暫定為 程式設計師節(非官方認定) Tsung's Blog zh-TW. blog.longwin.com.tw. ციტირების თარიღი: 2018-07-02.