პრისცილა პრესლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Priscilla Presley პრისცილა პრესლი
Priscilla Presley 2014.jpg
2014 წელი
დაბადების სახელი პრისცილა ენ ვაგნერი
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1945 (75 წლის)
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, მეწარმე
მეუღლე(ები) ელვის პრესლი
შვილ(ებ)ი ლიზა მარია პრესლი

პრისცილა ენ ბოლიე პრესლი (ინგლ. Priscilla Ann Beaulieu Presley)დ. ვაგნერი; გ. 24 მაისი, 1945, ბრუკლინი, ნიუ- იორკი) —ამერიკელი მსახიობი და მეწარმე, მომღერალ ელვის პრესლის ერთადერთი მეუღლე. როგორც მსახიობი, იგი ცნობილია ჯენა ვეიდის როლით სატელევიზიო სერიალში „დალასი“, ასევე კინო სერიალით „შიშველი იარაღი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრისცილას ბიოლოგიური მამა  იყო ჯეიმს ვაგნერი, მფრინავი. მსახურობდა ამერიკია შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში. ისავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც პრისცილა ჯერ კიდევ ჩვილი იყო. დედა  ნორვეგიელ-ამერიკელი ანა ლილიან აივერსენი ცოლად გაჰყვა პოლ ბოლიეს, აშშ-ს საჰაერო ძალების ოფიცერს.  მათ გოგონას  " ენ პრისცილა " უწოდეს. ბოლიეს ოჯახი იმყოფებოდა დასავლეთ გერმანიაში. იმავდროულად იქ  ელვის პრესლი მსახურობდა  აშშ-ს არმიაში. პრისცილა 14 წლის იყო და ელვისი 24 -ის, როდესაც პირველად შეხვდნენ ვისბადენში. ევროპიდან გამგზავრების შემდეგ როდესაც ელვის პრესლი პოპულარული გახდა, თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა პრისცილასთან. რეგულარულად ურეკავდა და უგზავნიდა ფირფიტებს.[1][2][3]

ელვის პრესლისა და ქალიშვილ ლიზა მარია პრესლისთან ერთად - 1968 წ.

1963 წლის მარტში, გარკვეული ყოყმანის შემდეგ, მშობლებმა გაუშვეს გოგონა  პრესლის მამულში, გრეისლენდში. მშობლებსა და ელვის პრესლის შორის შეთანხმების საფუძველზე, 17 წლის პრისცილას გრეისლენდში დარჩენის ნება დართეს იმ პირობით,  რომ ის ყოველდღე კათოლიკურ სკოლაში ივლიდა. ამავდროულად, თავად ელვისი მთელ დროს ჰოლივუდში ატარებდა, თამაშობდა ფილმებში და წვეულებებს მართავდა ე.წ. "მემფისის მაფიასთან" ერთად.[4][5]

გრეისლენდში

1966 წლის ბოლოს, მშობლებისა და გავლენიანი  მენეჯერის ტომ პარკერის ზეწოლის შედეგად, პრესლი საბოლოოდ იძულებული გახდა შეთავაზება გაეკეთებინა. ქორწილი 1967 წლის 1 მაისს შედგა. თავიდან ოჯახური ცხოვრება ჰარმონიულად ვითარდებოდა, მაგრამ ქალიშვილის -ლიზა-მარიას დაბადების (1968 წლის 1 თებერვალი)  შემდეგ წყვილის ურთიერთობა ნელ-ნელა გაცივდა.  და, ბოლოს, ელვისი ცხოვრების  ჩვეულ გზას დაუბრუნდა. პრისცილას არ სურდა გამხდარიყო დიასახლისი და   მთელი დრო სახელგანთქმული მეუღლისთვის დაეთმო.[6]

პრისცილა პრესლი-2003 წელი

1970 წლის ნოემბერში ელვის პრესლიმ ჟურნალისტებთან პირველად ახსენა ოჯახში არსებული სირთულეების შესახებ. ერთი წლის შემდეგ პრისცილამ განაცხადა, რომ წავიდა კარატეს ინსტრუქტორთან. ელვისს ჰქონდა ოჯახის შენარჩუნების მცდელობები, მაგრამ მათი ურთიერთობა აღარ აეწყო.  ოფიციალურად, მათი განქორწინება ოფიციალურად დაიწყო 1972 წლის ივლისში და საბოლოოდ დასრულდა 1973 წლის 9 ოქტომბერს (მათ ხელჩაკიდებულებმა დატოვეს სასამართლოს დარბაზში). ლიზა-მარი დედასთან დარჩა, მაგრამ ხშირად სტუმრობდა მამას გრეისლენდში კვირაობით.

შეინარჩუნა რა ყოფილი ქმრის გვარი, პრისცილა მოდის სამყაროში წავიდა, შემდეგ კი მსახიობი გახდა (მისი ყველაზე ცნობილი როლები სერიალში "დალასი" და ფილმში "შიშველი იარაღი").

2003 წლიდან პრიცილა პრესლი არის ელჩი სანტა ბარბარაში დაფუძნებული  „ოცნების ორგანიზაციისა“ რომლის მიზანია განუკურნებელი სენით დაავადებული მოზრდილებისა და მატი ოჯახის წევრების სურვილების ასრულება. ის აგრეთვე აქტიური ცხოველთა დამცველია.[7]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kline, Jennifer. "Priscilla Presley, 72, makes rare appearance in New York for new Elvis documentary". AOL Entertainment. Retrieved March 10, 2019.
  2. "Priscilla Presley: Timeline". Tumblr. Retrieved December 3, 2020.
  3. "Egen plass i bestefars fødeby" (March 14, 2008) nrk.no.
  4. Terry Clark. "Elvis Presley, Another Falling Angel". დაარქივებულია ორიგინალიდან[მკვდარი ბმული] 30 დეკემბერი 2016.
  5. Latham, Caroline (1986). Priscilla and Elvis: The Priscilla Presley Story. New Amer Library. pp. 134–35. ISBN 978-0-451-14419-5[მკვდარი ბმული].
  6. Dunleavy, Steve (1977). Elvis: What Happened?. pp. 226–227.
  7. "The Dream Foundation". Priscillapresley.com. Retrieved March 22, 2014.