შინაარსზე გადასვლა

პრინციპი (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრინციპი — 2020 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის თრილერი, სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი, რომელიც ასევე პროდიუსერია მეუღლე ემა თომასთან ერთად. ფილმში მონაწილეობენ ჯონ დევიდ ვაშინგტონი, რობერტ პატინსონი, ელისაბეტ დებიკი, დიმპლ კაპადია მაიკლ კეინი და კენეტ ბრანა. ფილმი მოგვითხრობს CIA-ს ყოფილ აგენტზე რომელიც გადამზადებულია საიდუმლო ორგანიზაციაში, რომელსაც ევალება თვალყური ადევნოს დროში უკან მიმავალ ობიექტების წარმოშობას და მათ კავშირს თავდასხმასთან მომავლიდან აწმყოში. ნოლანს სცენარის დასამთავრებლად ხუთ წელზე მეტი დასჭირდა ათეული წლის განმავლობაში იდეის განხილვის შემდეგ. წინასწარი წარმოება 2018 წლის ბოლოს დაიწყო, ხოლო კასტინგი 2019 წლის მარტში ჩატარდა. COVID-19 პანდემიის გამო შეფერხების შემდეგ, ტენეტი გამოვიდა გაერტიანებულ სამეფოში 2020 წლის 26 აგვისტოს, ხოლო შეერთებულ შტატებში 2020 წლის 3 სექტემბერს. ეს იყო ნოლანის ბოლო ფილმი რომელიც გამოვიდა Warner bros. pictures-ის მიერ.

პროტაგონისტი ხელმძღვანელობს CIA-ს ფარულ ევაკუაციას კიევის ოპერის თეატრში დადგმული ტერორისტული ალყის დროს. მას KORD-ის ძალებისგან იხსნის წითელ სამოსიანი ნიღბიანი ოპერატივი. იგი იპოვის არტეფაქტს, მაგრამ მისი გუნდი შეიპყრეს. პროტაგონისტი გადაყლაპავს თვითმკვლელობის აბს, მაგრამ როდესაც გაიღვიძებს აღმოაჩენს რომ ის ყალბი იყო-ტესტი რომელიც მან ჩააბარა. მას იბარებს „TENET“ საიდუმლო ორგანიზაცია რომელიც მას აცნობებს ობიექტებზე რომლებიც დროში უკან მოძაობენ. თავის მეწყვილე ნილთან ერთად იგი მიაკვლევს საბრძოლო მასალის დილერს მუმბაიში, პრია სინგს. ისინი გაიგებენ რომ პრია ტენეტის წევრია და მისი ვაზნები რუსმა ოლიგარქმა ანდრეი სატორმა იყიდა და „შეაბრუნა“. ეჭვია რომ სატორი შუამავალია ჩვენს დროსა და მომავალს შორის. პრია პროტაგონისტს დააკავშირებს სერ მაიკლ კრობსს, ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერს. კრობსი კი გაამხელს რომ სატორი გაიზარდა ერთერთ საბჭოთა საიდუმლო ქალაქ Stalsk-12. სატორის გაშორებული ცოლი კეტ ბარტონი არის ხელოვნების შემფასებელი, რომელმაც დაადასტურა ყალბი გოია მისი მეგობარი არეპოს მიერ. სატორმა გოია აუქციონზე იყიდა რადგან მიაჩნდა რომ ის ნამდვილი იყო, მოგვიანებით კი იგი გამოიყენა რათა დაეშანტაჟებინა კეტი მასთან დარჩენისთვის. კეტი დაშორებულია სატორს რომელსაც აქვს მათი შვილის მეურვეობა. ლონდონში პროტაგონისტი უახლოვდება სატორის ცოლს და მასთან შეხვედრის სანაცვლოდ კეიტს ნახატის დაბრუნებას და მის თავისუფლებას სთავაზობს. პროტაგონისტი და ნილი გეგმავენ ნახატის მოპარვას ოსლოს აეროპორტის საცავიდან. ამაში მათ მაჰირი დაეხმარებათ. ისინი აეროპორტის უკანა კედელს თვითმფრინავს დააჯახებენ რათა გზა გაიკვალონ სადაც უცნაური მოწყობილობიდან გადმოსული ორი ნიღბიანი დახვდებათ და შეეწინააღმდეგებიან. ამ მოწობილობაზე პრია მათ მოუყვება რომ სატორს მომავლიდან გადმოსცეს და სწორედ ამ მოწყობილობით აბრუნებს იგი საგნებს, მაგრამ დანიშნულება უცნობია. ამის შემდეგ კეტი აცნობს გმირს სატორს და გაიგებს რომ ნახატი ხელუხლებელია რადგან იგი თავდასხმამდე ამოიღეს საცავიდან. სატორი გეგმავს რომ მოკლას პროტაგონისტი მაგრამ იგი სატორის სიცოცხლეს გადაარენს მას შემდეგ რაც კეტი მის დახრჩობას ცდის(ცურვისას). სატორი და პროტაგონისტი თანამშრომლობენ რათა იპოვონ ქეისი რომელიც პლუტონიუმ-241-ს შეიცავს(სატორის თავდასხმის მიზანი კიევში). სატორი პროტაგონისტს ეტყვის რომ მას დაევალა Stalsk-12-ში აფეთქების არეში პლუტონიუმის შეგროვება სადაც იპოვა პირველად ყუთები მომავლიდან. მთავარი გმირი ფარულად უთვალთვალებს სატორს იახტაზე ყოფნისას და გაიგებს კოორდინატებს თუ სად უნდა აიღოს არტეფაქტები და გააგზავნის თავის გუნდს მათ მოსაპოვებლად რომლებიც შემდეგ სატორს მის იახტაზე მიაწვდიან. მაგრამ ტალინში პროტაგონისტი და ნილი ქეისს მოიპარავენ, თუმცა მათ „შებრუნებული“ სატორი ჩაუსაფრდება რომელსაც კეტი მძევლად ეყოლება აყვანილი, თუმცა პროტაგონისტი სატორს ცარიელ ქეისს გადასცემს და ქეითს გაანთავისუფლებს.მაგრამ მას მალევე შეიპყრობენ თავიდან. „შებრუნებული“ სატორი ესვრის კეტს. მათ გადასარჩენად ტენეტის ოპერატიულები ჩავლენ აივისის მეთაურობით. სატორი კი დროის შესაბრუნებელ მოწყობილობაში გადავა და გაიქცევა. ჯგუფი კეიტსაც მოწყობილობაში გადაიყვანს მის გადასარჩენად, ხოლო პროტაგონისტი შებრუნებულ დროში სატორის მოსაძებნად გადავა. თუმცა სატორი ქეისს ჩვეულებრივი პროტაგონისტისგან მოიპარავს და შებრუნებული გმირის მანქანა ამოტრიალდება და ცეცხლი წაეკიდება, თუმცა მას ნილი გადაარჩენს. ამის შემდეგ პროტაგონისტი,ნილი და კეიტი დროში მოგზაურობენ ოსლოს პორტში, სადაც მთავარი გმირი თავის თავს ებრძვის წარსულში (ის ორი ზემოთ ნახსენები ნიღბიანი რომლებიც თავიდან უცნაურად გამოჩნდენ პორტში პროტაგონისტი და ნილი აღმოჩნდნენ).მოგვიანებით პრია განმმარტავს რომ სატორი აგროვებს არტეფაქტებს ალგორითმის ასაწყობად რომელსაც შეუძლია კატასტროფულად შეცვალოს დედამიწის ენტროფია. რატომღაც მომავალს სურს გაანადგუროს კაცობრიობის წარსული. თუმცა მომავალში მეცნიერი მიხვდა რომ წარსულის განადგურებით საკუთარ თავსაც გაანანადგურებდა ამიტომ ალგორითმი 9 ნაწილად დაყო და მალავს წარსულში 9 ბომბში.სატორის უწყვეტი მისია კი იყო ამ ალგორითმის ხელახლა შეკრება. Stalsk-12 კი მისი დასაწყისი იყო. კეიტი გაამხელს რომ სატორი კიბოთი კვდება. ისინი ვარაუდობენ იგი გარდაცვლილის გადამრთველს გამოიყენებს ალგორითმის გასააქტიურებლად (მაჯაზე არსებული ჯანმრთელობის ზოლი ალგორითმს ააქტიურებს იმ წამს როდესაც გული გაჩერდება). კეიტს სჯერა რომ სატორი ვიეტნამში შვებულების დროს დროში იმოგზაურებს რათა თავი მოიკლას და სამყარო მასთან ერთად მოკვდეს იმ ბოლო მომენტში როცა ბედნიერი იქნება. მათ დაისახეს გეგმა რომ კეიტი იმ დროის მომენტში დაბრუნდებოდა რათა დრო მოეგო მასთან ყოფნით, ამ დროს კი ტენეტის ჯგუფი ალგორითმს გაანეიტრალებდა. ალგორითმი კი Stalsk-12-ში ინახება სადაც მას მკაცრად იცავენ. მებრძოლები გაიყოფიან ორ ჯგუფად არაინვერტული წითელი ჯგუფი და შებრუნებული ლურჯი ჯგუფი, რომლებიც ერთდ ესხმიან თავს ალგორითმის დამცველებს. გმირი და აივი შედიან ბუნკერში ბირთვული აფეთქების შესაჩერებლად. ამდროს კი ვიეტნამში კეიტი კლავს სატორს როგორც კი პროტაგონისტი გაანეიტრალებს ბომბს. მთავარი გმირი, ნეილი და აივისი არღვევენ ალგორითმს, პროტაგონისტი კი შენიშნავს, რომ ნილს წითელი სამოსი აცვია. ნილი კი გაუმხელს მას რომ იგი მომავალში პროტაგონისტმა თავად გადაამზადა და მისი პერსპექტივიდან ეს მისია ხანგრძლივი მეგობრობის დასასრულია. ამის შემდეგ პრია ცდილობს კეიტის მოკვლას რადგან მან ძალიან ბევრი იცოდა თუმცა პროტაგონისტი მოკლავს მას და მიხვდება რომ ტენეტის განმხორციელებელი ის იყო.[1]

  • ჯონ დევიდ ვაშინგტონი - "პროტაგონისტი", CIA-ს ოპერატორი და Tenet-ის დამფუძნებელი
  • რობერტ პატინსონი - ნილის როლში, მთავარი გმირის მეწყვილე
  • ელიზაბეტ დებიკი - კეტრინ „კეტ“ ბარტონის როლში, ხელოვნების შემფასებელი და სატორის ჩამოშორებული ცოლი
  • დიმპლე კაპადია - პრია სინგი, ინდოელი იარაღით მოვაჭრე და ასევე TENET-ის წევრი
  • სერ მაიკლ კეინი - მაიკლ კროსბი, ბრიტანული დაზვერვის ოფიცელი და პრიასთან დაახლოვებული პირი
  • კენეტ ბრანა ანდრეი - სატორის როლში, ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ოლიგარქი Stalsk-12-დან
  • მარტინ დონოვანი - ფეი,მთავარი გმირის CIA-ს უფროსი
  • აარონ ტეილორ ჯონსონი - აივის როლში, ტენეტის სამხედრო მეთაური
  • ფიონა დურიფი - უილერი, ტენეტის ლურჯი ჯგუფის ლიდერი
  • იური კოლოკოლნიკოვი - ვოლკოვის როლში, სატორის დაცვა
  • ჰიმეშ პატელი - მაჰირის როლში, ნილის დაქირავებული შემკეთებელი
  • კლემენს პოეზი - ბარბარას როლში, ტენეტის მეცნიერი

ვაშინგტონი, პეტერსონი და დებიკი 2019 წლის მარტში შეარჩიეს. თითოეულ მათგანს სცენარის წაკითხვის უფლება ჩაკეტილ ოთახში მისცეს. ვაშინგტონი ნოლანმა მისი შესრულების მიხედვით სეარჩია blakkkklansman-ში(2018). ვაშინგტონი ინახავდა დღიურებს სადაც მან გააფართოვა პროტაგონისტის ისტორია. პეტერსონმა ნილის ზოგიერთი მანერიზმი პოლიტიკური ჟირნალისტისა და ავტორის კრისტოფერ ჰეჩენსისგან აითვისა. კეტი თავდაპირველად ხანდასმული ქალი უნდა ყოპილიყო მაგრამ დებიკის გამოჩენამ ქვრივებში(2018) კინორეჟისორები საპირისპიროში დაარწმუნა. დიმპლ კაპადიას, აარონ ტეილორ-ჯონსონის, კლემენს პოეზის, მაიკლს კეინის და კენეტ ბრანას კასტინგი გადაღებების დაწყებისას გამოცხადდა. კაპადიას ეკრანული ტესტი რეჟისორმა ჰომი ადაჯანიამ 2020 წლის ფილმზე ანგრეზი მედიუმზე მუშაობისას მოაწყო. კეინს გადაეცა მხოლოდ ის გვერდები სცენარიდან რომელიც მოიცავდა იმას რაც გადაიღეს მისი მუშაობის ერთ დღეს. ბრანამ ყველა სარჟისორო წარმოება გადადო რათა მონაწილეობა მიეღო, მათ შორის საკუთარი ნაშრომი სიკვდილი ნილოსზე(2022).ჰიმეშ პატელი შეუერთდა წარმოებას აგვისტოში. მარტინ დონოვანის ჩართვა კი პირველ ტრეილერში გამოჩნდა.

დიზაინი და სპეციალური ეფექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური ეფექტების ზედამხედველი სკოტ რ. ფიშერი იყო. საყრდენი პროტოტიპები ხშირად 3D პრინტერით იბეჭდებოდა. კოსტუმების დიზაინერმა ჯეფრი კურლანდიმ და მისმა გუნდმა შეკერეს ტანსაცმელი ფილმისთვის, დაამზადეს იგი მთავარი მსახიობებისთვის და ათასობით დამატებითისთვის. წარმოების დიზაინერმა ნათან კროულიმ შეუკვეთა დაახლოებით ოცდაათი სამხედრო მაჯის საათი Hamilton watch company-სგან, ტიტოეული ანალოგი ციფრული თვლით

ლუდვიგ გორანსონი აირჩიეს ფილმის მუსიკის შესაქმნელად მას შემდეგ, რაც ნოლანის ხშირმა თანამშრომელმა, ჰანს ციმერმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე რადგან იგი 2021 წლის ფილმ dune-ზე მუშაობდა. რეტროგრადული კომპოზიციის ძებნამ გორანსონი აიძულა შეექმნა მელოდიები რომელიც წინ და უკან ერთნაირად ჟღერდა. მან ექსპერიმენტი ჩაატარა დამახინჯებულ ინდუსტრიულ ხმაურზე და სატორის სუნთქვის წარმოსაჩენად ნოლანს სთხოვა საკუთარი სუნთქვა ჩაეწერა სტუდიაში. პანდემიის დროს კი მან მუსიკოსები საკუთარ სახლებში ჩაწერა. Tenet-ის საუნდტრეკი შეიცავს „The Plan“ ტრევის სკოტის სიმღერას, რომელიც უკრავს ფილმის ბოლოს ტიტრებზე.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]