პრილიდიან მასლოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრილიდიან ნიკოლოზის ძე მასლოვი (რუს. Прилидиан Николаевич Маслов; დ. 4 სექტემბერი, 1879 — გ. 1923) — რუსი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე, კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტიის („კადეტები“) ლიდერი ბათუმის ოლქში.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში მსახურობდა „ზემგორში“ (არმიის მომარაგების საერობო-საქალაქო კომიტეტი), რედაქტორობდა „კადეტების“ რუსულენოვან გაზეთს „იუჟნი კრაი“ («Южный край»; გამოდიოდა 1918 წლის აპრილამდე). რუსეთის რევოლუციის პერიოდში, 1918 წლის თებერვლიდან აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის რუსული ეროვნული საბჭოს მუშაობაში, აპრილში აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარედ. ბათუმში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში გამოდიოდა დენიკინის მოკავშირედ, ეწინააღმდეგებოდა ბათუმის ოლქის საქართველოსთან შეერთებას. 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის აპრილამდე იყო ბრიტანეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ბათუმის ოლქის მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე. შემდგომში პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად აღარ მონაწილეობდა. მუშაობდა ლონდონური კომპანია Norton & Gregory-ის წარმომადგენლად. 1920 წლის ნოემბერში ემიგრაციაში წავიდა სტამბოლში. დაწერილი აქვს მოგონებები ბათუმის 1918 წლის მოვლენების შესახებ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Маслов П. Н. Будни «пленного города» (Батум, 1918 г.: Воспоминаний / Публ. и предисл. И. Азилкиной) // Родина. — 1999. — № 4 — С. 63–67.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Всероссийский Национальный Центр / Ассоц. «Российская политическая энциклопедия» (РОССПЭН), Федер. архив. служба России, Рос. гос. архив соц.-полит. истории, Гос. архив Российской Федерации, Центр. архив Федер. службы безопасности Российской Федерации, сост. и автор коммент. Н.И.Канищева, автор введ. и отв.ред. В.В.Шелохаев. — М.: «Российская политическая энциклопедия» (РОССПЭН), 2001. — 608 с.; ISBN 5-8243-0268-5. - გვ. 545.