პრია რაჯვანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრია რაჯვანში
დაბადების სახელი ვერა სანდერ სინგჰი
დაბადების თარიღი 30 დეკემბერი. 1936
შიმლა, პენჯაბი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 27 მარტი, 2000
მუმბაი, ინდოეთი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1964-1986
პარტნიორ(ებ)ი ჩეთან ანანდი

პრია რაჯვანში ( ინგლ.Priya Rajvansh 30 დეკემბერი 1936, შიმლა, ინდოეთი—27 მარტი 2000, ბომბეი, ინდოეთი).დაბ. ვერა სანდერ სინგჰი (ინგლ.Vera Sunder Singh)ინდოელი კინომსახიობი. მონაწილეობდა ჰინდის ენაზე გადაღებულ ფილმებში.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრია რაჯვანში  (დაბ. სახელი ვერა სანდერ სინგჰი) დაიბადა შიმლაში. მისი მამა, სანდერ სინგჰი, კონსერვატორი იყო სატყეო დეპარტამენტში. გოგონა შიმლაში გაიზარდა თავის ძმებთან კამალჯიტ სინგჰთან (გულუ) და პადამჯიტ სინგჰთან ერთად.  სწავლობდა შიმლაში ოკლენდ ჰაუსში, სადაც სკოლის კაპიტანი იყო. პრიამ დაამთავრა შიმლას წმინდა ბედეს კოლეჯი 1953 წელს და  შევიდა ბჰარგავას მუნიციპალურ  კოლეჯში (BMC). ამ პერიოდში მან ითამაშა რამდენიმე ინგლისურ სპექტაკლში, გალეტის ცნობილ   თეატრში.[1][2][3]

პრიას მამაა გაეროს მისიაში მსახურობდა. ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონა შევიდა დრამატული ხელოვნების პრესტიჟულ სამეფო აკადემიაში  (RADA) ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონში ყოფნისას და 22 წლის ასაკში, მისი ერთ-ერთმა ფოტოსურათი, რომელიც ლონდონელმა ფოტოგრაფმა გადაიღო, როგორღაც ჰინდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან მოხვდა. იმ დროის კინემატოგრაფისტი, სახელად თაკურ რანბერ სინგჰი, რომელიც რაჯპუტ კოტას ოჯახს ეკუთვნოდა,  დაინტერესდა გოგონათი.  სინგჰი მონაწილეობდა  პოპულარული ბრიტანული და ჰოლივუდური ფილმების გადაღებებში იულ ბრაინერისა და ურსულა ანდრესის მონაწილეობით, იცნობდა პიტერ ო'ტულს და რიჩარდ  ბარტონს.  

1962 წელს რანბირ სინგჰმა პრია წარუდგინა ჩეტან ანანდს (დევ ანანდის და ვიჯაია ანანდის ძმას). შედეგად 1964 წელს პრია გადაიღეს ინდურ დრამაში  „ჰაკიკატი“, რომელიც ჰიტად იქცა და ითვლება ომის თემაზე გადაღებულ ერთ-ერთ საუკეთესო ინდურ ფილმად. მალე პრიასა და ჩეტან ანანდს შორის, რომელიც იმ პერიოდში მეუღლეს დაშორდა და ასაკით პრიაზე ბევრად უფროსი იყო, ახლო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ პრია მხოლოდ ჩეტან ანანდის ფილმებში მონაწილეობდა ყველა ასპექტში-დაწყებული ისტორიით, სცენარებით,  სიმღერების ტექსტებით დამთავრებული ფილმის გადაღების შემდგომი პროცედურებით. ჩეტანი არ იღებდა ფილმებს პრიას გარეშე მთავარ როლში. მიუხედავად იმისა, რომ პრია ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, მისი ინგლისური აქცენტი და დასავლური მანერები ინდოეთის საზოგადოების მოწონებას არ იმსახურებდა.[4]

მომდევნო ფილმი პრია რაჯვანშის მონაწილეობით Heer Raanjha გამოვიდა 1970 წელს. ფილმი, სადაც პრიას  პარტნიორი იყო პოპულარული მსახიობი რაჯ კუმარი, ჰიტად იქცა. შემდეგ  1973  წელს გამოვიდა ფილმი Hanste Zakhm,, რომელიც შეიძლება საუკეთესო ნამუშევრად ჩაითვალოს მსახიობის კარიერაში. ამის შემდეგ მსახიობმა კიდევ მიიღო მონაწილეობა მთელ რიგ ფილმებში პოპულარულ მსახიობებთან, მათ შორის, ჰემა მალინთან ერთად. ბოლო ფილმი პრიას მონაწილეობთ იყო Haathon Ki Lakeeren  ამის შემდეგ მან დაასრულა კინო კარიერა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრიას და ჩეთან ანანდს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. თუმცა მას ჯერ საკუთარი ბინა ჰქონდა კალუმალის მამულში.   პრიას ძმები კამალჯიტ სინგჰი (გულუ) და პადამჯიტ სინგჰი, ცხოვრობენ ლონდონში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქვთ ოჯახური სახლი  ჩანდიგარში.

ჩეთან ანანდის გარდაცვალების შემდეგ, პრიამ მემკვიდრეობით მიიღო მისი ქონების ნაწილი ჩეთანის ვაჟებთან ერთად, რომლებიც პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. 2000 წლის  27 მარტს პრია რაჯვანში მოკლეს მუმბაიში. პოლიციამ მკვლელობაში დაადანაშაულა ჩეთანის ვაჟები ორ თანამზრახველთან ერთად. მოტივად განიხილებოდა ჩეთანის ვაჟების პრეტენზია მემკვიდრეობაზე, ასევე ეჭვს იწვევდა პრია რაჯვანშის შიში და შფოთვა მისი იდუმალი გარდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე.[5][6][7][8][9]

შედეგად ოთხი ბრალდებული გაასამართლეს და მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა 2002 წლის ივლისში. 2011 წელს ბომბეის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო ორი ბრალდებულის მიერ შეტანილი სააპელაციო განაცხადი  სასამართლოს ბრძანების წინააღმდეგ.[10][11][12]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Feeding on Priya's memories, Gullu lives on... The Tribune, 3 August 2002.
  2. Priya Rajvansh, the adored Shimlaite The Tribune, Chandigarh, 21 April 2000.
  3. Glamour girls from Himachal Pradesh The Tribune, 16 March 2007.
  4. S, Irfan (29 September 2018). "Guftagoo with Ranjeet : An Interview". Rajya Sabha TV.
  5. Tribute to Priya Rajvansh The Times of India, Harneet Singh, TNN 2 August 2002.
  6. Priya Rajvansh case: Anand brothers get bail The Times of India, PTI, 1 November 2002.
  7. Lifer for 4 in Priya Rajvansh murder case The Times of India, PTI 31 July 2002.
  8. Rajvansh killed for property? The Tribune, 6 April 2000.
  9. 'It has still to sink in' Rediff.com, 8 April 2000.
  10. "Verdict in Priya murder case". Mid-day.com. Retrieved 19 April 2012.
  11. Anand duo gets life term for Priya's murder The Times of India, 31 July 2002.
  12. HC set to hear Anands' plea in Priya Rajvansh murder case The Times of India, 20 January 2011.