შინაარსზე გადასვლა

პრე-ნექტარული პერიოდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პრე-ნექტარული პერიოდი, ჰიპარქიული პერიოდი (ინგლ. Pre-Nectarian period; 4.533 — 3.92 მლრდ. წლის წინ) — მთვარის გეოლოგიურ ისტორიაში პირველი პერიოდი. ის მთვარის ფორმირებიდან ნექტარის ზღვის აუზის გაჩენამდე გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ცალკეულ ფრაგმენტებს 4.4 მილიარდ წელზე მეტი აბსოლუტური ასაკი მიენიჭათ, მსგავსი ასაკის ფრაგმენტების ჯგუფები (რომლებიც გარკვეულ მოვლენებს ასახავს) დაახლოებით 4.2 მილიარდი წლიდან ჩნდება. როგორც ჩანს, ამ მომენტამდე, ქანებში რადიოაქტიური საათები ძალიან ხშირად „ხელახლა იხვევოდა“ დარტყმისა და ენდოგენური ეფექტების შედეგად.

ამ პერიოდის გეოლოგიური სტრუქტურები ძლიერ დაზიანებულია, დამახინჯებული და დაფარულია, ხოლო მათგან უძველესი იმდენადაა განადგურებული, რომ ძლივს გაირჩევა. მათ შორისაა ერთ-ერთი უძველესი ჯერ კიდევ გარჩეული კრატერი — ჰიპარქე, რის გამოც ამ პერიოდს ჰიპარქიულ პერიოდსაც უწოდებენ.

ამ პერიოდის არაფორმალური დაყოფა არსებობს კრიპტიუსის ეპოქად (4.533–4.172 მილიარდი წლის წინ) და აუზების 9 ჯგუფად (4.172–3.92 მილიარდი წლის წინ), მაგრამ ის გეოლოგიაში არ გამოიყენება მათი უკიდურესად მიახლოებითი დათარიღების გამო.

ადრეიმბრიული ეპოქაგვიანიმბრიული ეპოქაპრე-ნექტარული პერიოდინექტარული პერიოდიერატოსთენული პერიოდიკოპერნიკული პერიოდი
მილიონობით წლის წინათ

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Fernandes V. A., Fritz J., Weiss B., Garrick-Bethel and Shuster D. (2013) The bombardment history of the Moon as recorded by 40Ar-39Ar chronology. Meteor. and Planet. Sci. 48, 241–269. DOI: 10.1111/maps.12054.
  • Fritz J., Bitsch B., Kührt E., Morbidelli A., Tornow C., Wünnemann K., Fernandes V.A., Grenfell L.J., Rauer H., Wagner R. and Werner S.C. (2014) Earth-like habitats in planetary systems. Planetary and Space Science 98, 254–267. https://dx.doi.org/ 10.1016/j.pss.2014.03.003i
  • Don Wilhelms (1987). Geologic History of the Moon. U.S. Geological Survey Professional Paper 1348. 
  • Wilhelms, Don; McCauley, John; Trask, Newell (1987) The geologic history of the Moon, Professional Paper. US Geological Survey, გვ. 148. DOI:10.3133/pp1348.