პრეტენდენტთა V ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ქალთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პრეტენდენტთა V ტურნირი. 8 სექტემბერი - 4 ოქტომბერი 1964. სოხუმი

მონაწილეთა შერჩევა მოხდა ზონალურ ტურნირებში. პერსონალურად იყვნენ მოწვეულნი: ელისაბედ ბიკოვა, ვალენტინა ბორისენკო, მილუნკა ლაზარევიჩი და ვერიცა ნედელკოვიჩი. სსრ კავშირის ზონიდან ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს ალა კუშნირმა, ტატიანა ზატულოვსკაიამ და მაია რანიკუმ. მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა მილუნკა ლაზარევიჩი. ბოლო ტურის წინ ის მთელი ქულით უსწრებდა ა. კუშნირსა და ტ. ზატულოვსკაიას. ბოლო ტურშიც ლაზარევიჩს თითქოს არცთუ ისე ძლიერი მეტოქე ჰყავდა ამერიკელი გიზელა გრესერის სახით. მოულოდნელად ლაზარევიჩი დამარცხდა. ამით კარგად ისარგებლეს მეტოქეებმა, ორივემ მოიგო თავისი პარტია და საჭირო გახდა დამატებითი მატჩ-ტურნირის ჩატარება პრეტენდენტის გამოსავლენად.

მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18
1 მილუნკა ლაზარევიჩი იუგოსლავიის დროშა 1 1 = = 1 0 = 1 1 = 1 1 0 1 1 = 1 12,5
2 ალა კუშნირი 0 საბჭოთა კავშირის დროშა 0 1 = 1 1 1 0 = 1 1 = 1 1 1 1 1 12,5
3 ტატიანა ზატულოვსკაია 0 1 საბჭოთა კავშირის დროშა 0 = 1 = 0 1 1 1 1 = 1 1 1 1 1 12,5
4 კირა ზვორიკინა = 0 1 საბჭოთა კავშირის დროშა = 1 = 1 1 1 0 1 0 1 1 = 0 1 11
5 კატერინა იოვანოვიჩი = = = = იუგოსლავიის დროშა = 0 = = = 1 1 1 1 = = 1 1 11
6 მაია რანიკუ 0 0 0 0 = საბჭოთა კავშირის დროშა = 1 = 0 1 1 1 1 1 1 1 1 10,5
7 ვალენტინა ბორისენკო 1 0 = = 1 = საბჭოთა კავშირის დროშა 1 0 0 = 0 = 1 1 = 1 1 10
8 ჰენრიეტა კონარკოვსკა = 0 1 0 = 0 0 პოლონეთის დროშა 1 1 1 1 1 0 1 = = 1 10
9 ვერიცა ნედელკოვიჩი 0 1 0 0 = = 1 0 იუგოსლავიის დროშა 1 1 0 1 = 1 0 1 = 9
10 კვეტა ერეტოვა 0 = 0 0 = 1 1 0 0 ჩეხოსლოვაკიის დროშა 0 1 = 1 = 1 = 1 8,5
11 ელისაბედ ბიკოვა = 0 0 1 0 0 = 0 0 1 საბჭოთა კავშირის დროშა 1 = = 0 1 1 1 8
12 ლიზა ლეინი 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0 აშშ-ის დროშა 1 = 1 = 1 1 7
13 ევა კარაკაში 0 = = 1 0 0 = 0 0 = = 0 უნგრეთის დროშა = 0 = 1 1 6,5
14 გიზელა გრესერი 1 0 0 0 0 0 0 1 = 0 = = = აშშ-ის დროშა 0 = 1 1 6,5
15 მარგარეტა ტეოდორესკუ 0 0 0 0 = 0 0 0 0 = 1 0 1 1 რუმინეთის დროშა = 1 1 6,5
16 ანტონინა ივანოვა 0 0 0 = = 0 = = 1 0 0 = = = = ბულგარეთის დროშა = = 6
17 ტუმენბაიარ ცენდი = 0 0 1 0 0 0 = 0 = 0 0 0 0 0 = მონღოლეთის დროშა 1 4
18 სილვია ბოდო დე მოსჩინი 0 0 0 0 0 0 0 0 = 0 0 0 0 0 0 = 0 არგენტინის დროშა 1

დამატებითი მატჩ-ტურნირი. 20 - 30 დეკემბერი 1964 მოსკოვი

წლის მიწურულს სოხუმის ტურნირის პრიზიორები მოსკოვში შეიკრიბნენ პრეტენდენტის ვინაობის გამოსავლენად. ლაზარევიჩმა ეს ტურინირიც კარგად დაიწყო და პირველ წრეში ორივე პარტია მოიგო. თითქოს გამარჯვება ახლოს იყო, მაგრამ განმეორდა სოხუმის ისტორია და ლაზარევიჩმა გადამწყვეტი ორივე პარტია წააგო. ამასობაში კუშნირმა ქულანახევარი აართვა ზატულოვსკაიას და ნონა გაფრინდაშვილთან მატჩის უფლება მოიპოვა.

მოჭადრაკე 1 2 3
1 ალა კუშნირი საბჭოთა კავშირის დროშა 0,1 1,= 2,5
2 მილუნკა ლაზარევიჩი 1,0 იუგოსლავიის დროშა 1,0 2
3 ტატიანა ზატულოვსკაია 0,= 0,1 საბჭოთა კავშირის დროშა 1,5