პრეტენდენტთა I ტურნირი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში ვაჟთა შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

9 აპრილი - 20 მაისი 1950 ბუდაპეშტი, უნგრეთი

ფიდეს გადაწყვეტილებით ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღოთ მსოფლიოს ჩემპიონობისათვის 1948 წელს გამართული ტურნირის 4 მონაწილეს და ზონალური ტურნირების 5 გამარჯვებულს. პერსონალურად იყო მიწვეული როიბნ ფაინი. შემდეგ მაქს ეივემ და ფაინმა უარი თქვეს ტურნირში მონაწილეობაზე, ხოლო სამუელ რეშვსკის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნგრეთის ვიზა არ მისცა. ამიტომ ფიდემ ტურნირში მოიწვია მ. ნაიდორფი, გ. შტალბერგი, ს. ფლორი და ი. ბონდარევსკი, რომლებმაც VI-IX ადგილები გაიყვეს საზონათაშორისო ტურნირში. ტურნირის წინ ავადმყოფობის გამო თამაშზე უარი თქვა ბონდარევსკიმ და ბუდაპეშტში 10 მოჭადრაკე შეიკრიბა. პირველი წრის შემდეგ ლიდერობდნენ ბოლესლავსკი (6 ქულა) და კერესი (5,5). მეორე წრე სხვებზე უკეთ განვლო ბრონშტეინმა - 7 ქულა. ბოლო ტურში დაამარცხა რა კერესი, ბრონშტეინი დაეწია ბოლესლავსკის და მასთან ერთად გაიყო I-II ადგილები. დამატებითი მატჩი ბრონშტეინსა და ბოლესლავსკის შორის მოიგო ბრონშტეინმა და მოიპოვა უფლება მატჩში შეხვედროდა მსოფლიოს მაშინდელ ჩემპიონს მიხეილ ბოტვინიკს.

# მოჭადრაკე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 ისააკ ბოლესლავსკი საბჭოთა კავშირის დროშა =,= 1,= =,= =,= 1,= =,= =,1 =,1 1,1 12
2 დავით ბრონშტეინი =,= საბჭოთა კავშირის დროშა 0,1 =,1 1,1 1,= 0,1 =,= 1,= =,1 12
3 ვასილი სმისლოვი 0,= 1,0 საბჭოთა კავშირის დროშა ==,= 1,= =,1 0,1 =,1 =,= =,= 10
4 პაულ კერესი =,= =,0 =,= საბჭოთა კავშირის დროშა =,= 1,0 1,= =,= =,1 =,= 9,5
5 მიგელ ნაიდორფი =,= 0,0 0,= =,= არგენტინის დროშა =,= =,= 1,1 =,1 =,= 9
6 ალექსანდრე კოტოვი 0,= 0,= =,0 0,1 =,= საბჭოთა კავშირის დროშა =,1 1,0 1,0 1,= 8,5
7 გედეონ შტალბერგი =,= 1,0 1,0 0,= =,= =,0 შვედეთის დროშა =,= =,= =,= 8
8 ანდრე ლილიენტალი =,0 =,= =,0 =,= 0,0 0,1 =,= საბჭოთა კავშირის დროშა 1,0 =,= 7
9 ლასლო საბო =,0 0,= =,= =,0 =,0 0,1 =,= 0,1 უნგრეთის დროშა 1,0 7
10 სალო ფლორი 0,0 =,0 =,= =,= =,= 0,= =,= =,= 0,1 საბჭოთა კავშირის დროშა 7

დამატებითი მატჩი; ბრონშტეინი - ბოლესლავსკი 31 ივლისი - 27 აგვისტო 1950 მოსკოვი

მატჩი შედგებოდა 12 პარტიისაგან. ფრის შემთხვევაში კი გრძელდებოდა პირველ მოგებამდე.

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1 დავით ბრონშტეინი დროშა: სსრკ სსრკ 1 = = = = = 1 0 = = 0 = = 1 7,5
1 ისააკ ბოლესლავსკი დროშა: სსრკ სსრკ 0 = = = = = 0 1 = = 1 = = 0 6,5